Magdalena Posted October 4, 2019 Posted October 4, 2019 კომპანია Colorful-მა დააანონსა ვიდეო ბარათი iGame GeForce RTX 2060 Super Neptune Lite OC, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ კომპიუტერებისთვის და აგებულია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. GeForce RTX 2060 Super სერიის ამაჩქარებლების კონფიგურაციაში მოცემულია 2176 CUDA ბირთვი და 8 გბ 256-bit GDDR6 სტანდარტის მეხსიერება. საბაზისო ტაქტის სიხშირე 1470 მეგაჰერცს შეადგენს, სიხშირე ტურბო რეჟიმში კი - 1650 მჰც-ს. Colorful-ის ახალი ბარათის მთავარი ღირსშესანიშნაობა თხევადი გაგრილების სისტემაა. იგი მოიცავს სპილენძის ფუძის მქონე წყლის ბლოკსა და 120-მილიმეტრიან რადიატორს, რომელშიც წარმოდგენილია ერთი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი. ვიდეო ბარათში გამოყენებული სისტემა ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის პირობებშიც კი გრაფიკული ჩიპის ტემპერატურა 65 გრადუსს ქვემოთ ნარჩუნდება. ვიდეო ბარათში ხელმისაწვდომია სწრაფი აჩქარების რეჟიმი One-Key OC: პანელის ინტერფეისზე არსებულ სპეციალურ ღილაკზე დაჭერისას შესაძლებელია ტურბო სიხშირის მაჩვენებლის გაზრდა 1815 მეგაჰერცამდე. Colorful-ის ახალი ვიდეო ბარათს RGB განათება და 16-მილიონიანი ფერთა გამის მხარდაჭერა აქვს. მოწყობილობაზე მოცემულია ერთი HDMI და სამი DisplayPort ინტერფეისი. ბარათის გაბარიტები 280 × 129 × 42 მილიმეტრს შეადგენს. https://3dnews.ru/995033
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now