Jump to content

Recommended Posts

Posted

შეერთებული შტატების ავიაციის სამოქალაქო ფედერალურმა სამმართველომ დაასრულა დრონების ამერიკული მწარმოებლის - UPS Flight Forward-ის სერტიფიცირების პროცესი.  

UPS Flight Forward მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელსაც შეუძლია განახორციელოს უპილოტო კომერციული რეისები და მოემსახუროს მომხმარებლებს. საფრენი აპარატი შეძლებს ერთდროულად რამდენიმე რეისი განახორციელოს ოპერატორის თვალყურისა და სპეციალური ნებართვის გარეშე. 

image.jpeg 

UPS-ის უპილოტო თვითმფრინავებით ტვირთის გადატანა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. ავიაგადამყვანი იყენებს Matternet M2 დრონებს, რომელთაც შეუძლიათ გადაზიდონ 2,3 კგ სასარგებლო ტვირთი 20 კმ მანძილის მოშორებით. 

დრონები აღჭურვილია ელექტროძრავების ავარიული სისტემით, რომლის ამოქმედებისას საჭიროების შემთხვევაში მიწაზე უსაფრთხოდ დასაშვებად პარაშუტები იხსნება. სამომავლოდ კომპანია უპილოტო მართვის სისტემაში დანერგავს სივრცეში დაბრკოლებებისთვის გვერდის ასავლელ მანევრირებას. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მსგავსი სერტიფიკატი გააჩნია, არის Alphabet-ის კუთვნილი Wing. თუმცა მას უფლება აქვს მსგავსი სატესტო გადაზიდვები განახორციელოს მხოლოდ ვირჯინიის ქალაქ კრისტიანსბურგის ტერიტორიაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.