Jump to content

Recommended Posts

Posted

Facebook-ის მიერ წარდგენილი თამაში თავსებადი იქნება VR ჰედსეტ Oculus Quest-თან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ბაზარზე 2020 წელს გამოვა - ნათქვამია კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

ამჟამად სერვისი ღია ბეტა-ტესტირების რეჟიმს გადის. მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ სერვისის ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

Horizon-ში მომხმარებლები შეძლებენ შექმნან საკუთარი სამყაროები, კომუნიკაცია იქონიონ სხვა მოთამაშეებთან, უყურონ ფილმებს და შეასრულონ სხვადასხვა სახის მოქმედებები, მაგალითად, იფრინონ თვითმფრინავებით ან იყოლიონ ვირტუალური შინაური ცხოველები. 

Facebook საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს სხვადასხვა VR მოწყობილობაზე. მაგალითად, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სოციალური ქსელი დაკავებულია ხმოვანი დამხარის მქონე ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით, რომელიც სპეციალიზირებული იქნება ვირტუალური და შერეული რეალობის სფეროებში. 

Facebook-ს სტარტაპ RED-თან ერთად უკვე შექმნილი აქვს პროფესიონალური 3D კამერა Manifold, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა შექმნას კონტენტი ვირტუალური რეალობის ჰედსეტებისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.