Magdalena Posted September 29, 2019 Posted September 29, 2019 როდესაც კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ“ სატურნის თანამგზავრი ტიტანის ზედაპირის შესახებ დედამიწას ცნობები გადმოსცა, NASA-ს ინჟინრებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ. კრიოვულკანები, თხევადი მეთანის ტბები, უამრავი კლდე და მთა, მეთანის წვიმა - ეს მცირედიც კი, რაც ამ ციური ობიექტის პირობების შესახებ ვიცით, რთულ ამოცანას უსახავს მისი გამოსაკვლევი მოწყობილობის დამპროექტებლებს. სულ მცირე ხნის წინ კოსმოსური სააგენტოს განკარგულებაში აღმოჩნდა „Shapeshifter” - რობოტი-ტრანსფორმერი, რომელიც ორი ცალკეული რობოტისგან შედგება. არსობრივად, Shapeshifter - ეს არის ორი დამოუკიდებელი კობოტისგან (cobot - კოლექტიური რობოტი) შემდგარი კონსტრუქცია. თითოეული კობოტი მულტიკოპტერია და აქვთ საკუთარი ძრავები, ენერგიის წყარო და სანავიგაციო სისტემა. კონსტრუქციას ერთად და ცალ-ცალკეც შეუძლია გაუძლოს ტიტანის მკაცრ პირობებს. კონსტრუქციას დინამიკური მიმაგრების უნარი აქვს. იგი შემადგენელ კობოტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და საიმედოდ გარდაიქმნან სხვადასხვა სახის რთულ მოდელად. მაგალითად, Shapeshifter-ს შეუძლია მიიღოს ნავის მსგავსი ფორმა, რათა მდინარე გადალახოს, ან მიიღოს ბურთის ფორმა და სწრაფად გაგორდეს ვაკე ზედაპირზე. Shapeshifter თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმის მიღება იქნება მისთვის ხელსაყრელი ამა თუ იმ სიტუაციაში. ტიტანი დედამიწისგან მეტად შორსაა, ამიტომ მისკენ შესაძლებელია გაიგზავნოს მხოლოდ ძალიან მცირე ზომის ტვირთი. ამის გამო აუცილებელია დაპროექტებულ იქნას უნივერსალური კომპაქტური მანქანა. რობოტი-ტრანსფორმერის პროტოტიპები კომერციულ კვადროკოპტერებზე პატარაა, თუმცა ისინი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს: მათი ოფიციალური წარდგენა მომდევნო წელს მოხდება. https://www.techcult.ru/robots/7356-v-nasa-razrabatyvayut-shapeshifter
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now