Magdalena Posted September 29, 2019 Posted September 29, 2019 შვეიცარიელმა ინჟინრებმა წარადგინეს თხელი, მოქნილი ბატარეა, რომლის დახვევა, დაჭიმვა, გაწელვა შესაძლებელია მოხმარების პირობების შესაბამისად. ციურიხის უნივერსიტეტის კვლევის შედეგს ჟურნალი Advanced Materials გვიზიარებს. ახალი ტიპის ელემენტების გამოყენება ძირითადად სმარტ-ტანსაცმელში იგეგმება. დრეკადი ბატარეის პროტოტიპის სისქე სტანდარტული ფოტოფირის ზომისაა. თავად ბატარეა რამდენიმე თხელი ფენისგან შედგება, მისი უმნიშვნელოვანესი დეტალი კი ელექტროლიტია. შესაძლებელია ბატარეის დაკეცვა ისე, რომ არ შეფერხდეს ენერგიის მიწოდება. მასში გამოყენებულია ნახშირბადის კომპოზიტური მასალები. გარეკანის შიდა მხარეს დატანილია ერთი მიკრონი სისქის ვერცხლის შრეები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და არ კარგავენ კონტაქტს მთლიანი კონსტრუქციის დეფორმირების შემთხვევაში. ახალი ბატარეა დიდი ალბათობით გახდება ძვირადღირებული და ადვილად აალებადი ლითიუმ-იონური ბატარეების ჩასანაცვლებელი ალტერნატივა. https://hightech.fm/2019/09/27/akk-sw
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now