Magdalena Posted September 29, 2019 Posted September 29, 2019 გამომთვლელი კომპლექსი TX-GAIA (Green AI Accelerator) ყველაზე მძლავრ საუნივერსიტეტო სუპერკომპიუტერად იქცა იმ მოწყობილობებს შორის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში შემავალი ამოცანების გადაჭრისათვის. კომპიუტერის მაქსიმალური წარმადობის მაჩვენებელი LINPACK-ში 4,7 პეტაფლოპსია, შერეული სიზუსტის გამოთვლებში კი - 100 პეტაფლოპსს აღწევს. კომპლექსი აგებულია კომპანია Hewlett Packard Enterprise-ის (HPE) მიერ. იგი განთავსებულია ლინკოლნის ლაბორატორიის სუპერკომპიუტერულ ცენტრში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT’s Lincoln Laboratory’s Supercomputing Center). გამომთვლელ სისტემაში გაერთიანებულია 448 ნოუდი HPE Apollo 2000, აგრეთვე მოიცავს 896 პროცესორ Intel Xeon Scalable Gold 6248-სა (20 ბირთვი / 40 ნაკადი) და 896 აქსელერატორ NVIDIA Tesla V100-ს, რომლებიც განკუთვნილია გამოთვლის აჩქარებისთვის მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მეხსიერების მოცულობა 172 ტერაბაიტს აღწევს. მოწყობილობაში ჩართულია ინტერკონექტი Intel Omni-Path. სისტემა იმუშავებს ამოცანების გადაჭრაზე ნეირონული ქსელებისა და მანქანური სწავლების სფეროებში. კონკრეტულად, საქმიანობა შეეხება სამედიცინო მონაცემებს, მასალების სინთეზს, ამინდის პროგნოზირებას და ა.შ. https://servernews.ru/994753
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now