Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბრიტანულმა ატომური ენერგეტიკის კომპანია Moltex Energy-მ 7 მილიონ 500 ათასი დოლარი მოაგროვა საინვესტიციო პლატფორმა Shadow Fundr-ზე, რაც მას საშუალებას მისცემს დაიწყოს პროექტის ლიცენზირების პროცესი კანადასა და დიდი ბრიტანეთში და განაგრძოს თავისი საფირმო ტექნოლოგიის შემუშავება-განვითარება. კომპანიის პროექტი გულისხმობს მარილის სტაბილური რეაქტორის (Stable Salt Reactor) ამოქმედებას 

ნადნობ მარილზე მომუშავე რეაქტორები ბირთვული რეაქტორების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლებშიც გენერირებული სითბოს გაფანტვისთვის გამოიყენება ლითიუმის ფტორიდისა (LiF) და ბერილის ფტორიდის (BeF2) შენადნობი ნაერთი. 

მარილის რეაქტორების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს მათ უსართხოება - ამგვარი მოწყობილობის მუშაობისას არ წარმოიქმნება მავნე აირები, რეაქცია კი მიმდინარეობს ატმოსფერულ წნევაზე, რაც სრულიად გამორიცხავს რადიოაქტიური მასალების გავრცელებას. 

მარილის რეაქტორი ამგვარად მოქმედებს: საწვავი მარილი შეკავებულია ურანის ღერძების მსგავს ვენტილირებად მილებში, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ ბირთვულ რეაქტორებში. მილები თავსდება ავზში, სადაც საბოლოო ჯამში სტანდარტულ რეაქტორებში ურანის გარდაქმნა ხდება ფუნქციონირებად სითბოსგამომყოფ ელემენტად. მარილის რეაქტორის შემთხვევაში კი ავზი ივსება „უსაფრთხო მარილიანი ნაზავით, რომელიც საშიშ რეაქციაი არ შედის წყალსა და ჰაერთან“. გაგრილების სისტემას კი გენერირებული სითბოს ნაწილი სარეზერვო სისტემაში გადააქვს. 

კომანიის სპეციალისტების თქმით, სითბოს ეს რეზერვი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ენერგეტიკული კრიზისის დრო ან სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების მუშაობის უზრუნველყოფისათვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.