Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google-მა წარადგინა ასობით აპლიკაციის გამოსაწერი სერვისი თვეში ხუთ დოლარად. შესაძლებელი იქნება ამ აპლიკაციების გაზიარება ოჯახის წევრებისთვისაც. აპლიკაციებისა და თამაშების ავტორები თავიანთ წილს მიიღებენ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად ისარგებლებს მომხმარებელი კონკრეტულად მათი კუთვნილი პროდუქტით. სერვისი სახელად Play Pass ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი და უახლეს თვეებში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. 

image.jpeg 

 

სერვისის შემადგენლობაში შევა 350-ზე მეტი აპლიკაცია და თამაში. Google-ის შემოთავაზება დაანონსდა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა კონკურენტების მსგავსი სერვისები - Apple Arcade და Xbox Game Pass Ultimate. 

პირველ მსურველებს შეეძლებათ სერვისით უფასოდ ისარგებლონ პირველი ათი დღის განმავლობაში. შემდეგ კი წლის განმავლობაში გამოწერის ღირებულება თვეში ორი დოლარი იქნება.  

Apple Arcade-ის მსგავსად Google-ის სერვისი გთავაზობთ აპლიკაციებს რეკლამებისა და შესყიდვების შემოთავაზებების გარეშე. თუმცა Google-ის ვარიანტი მაინც განსხვავდება Apple-ისა და Microsoft-ის ერვისებისგან, რადგანაც მის შემთხვევაში შემოთავაზებულია არა მხოლოდ თამაშები. 

სერვისში შემავალი ბევრი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ში, მათ რიცხვში შედის Terraria, Stardew Valley, Limbo, Mini Metro, Star Wars: Knights of the Old Republic, Lichtspear, Facetune, AccuWeather. სერვისის შემადგენელი 2/3 ნაწილი თამაშები იქნება, 1/3 კი - აპლიკაციები. ყოველ თვეში სერვისს სიახლეები დაემატება. 

მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი სერვისი გაუზიარონ ოჯახის ხუთ წევს. Google იმედოვნებს, რომ მისი შემოთავაზება მიმზიდველი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.