Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მეცნიერები განაგრძნობენ იმ პრობლემების გადასაჭრელი გზების ძიებას, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან. ერთ-ერთი შესაძო გამოსავალი ნაპოვნი აქვთ ამერიკული კომპანია Hypergiant Industries-ის სპეციალისტებს. 

კვლევების მსვლელობისას მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ზოგიერთი წყალმცენარის თვისებას, რომლებიც დიდი რაოდენობით CO2-ს შთანთქავენ და მათგან ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავი იწარმოება. შედეგად შეიქმნა კომპაქტური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაამუშავოს იმდენიე ნახშირორჟანგი, რამდენსაც ამუშავებს 300 2 ფართობზე გაშენებული ტყის მასივი. 

ფოტოსინთეზის პროცესში წყალმცენარეები შთანთქავენ СО2 -ს, წყალსა და მზის სინათლეს და იებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას. მეცნიერებმა შეძლეს ეს ენერგია მიემართათ ბიოსაწვავის შექმნისაკენ. 

image.png

რეაქტორში გამოიყენება წყალმცენარე Chlorella vulgaris-ის სპეციფიკური შტამი, რომელიც გაცილებით ბევრ ნახშირორჟანგს მოიხმარს, ვიდრე სხვა მცენარეები. წყალმცენარეები იმყოფებიან მილების სისტემასა და წყლის რეზერვუარებში მოწყობილობის შიგნით. მოწყობილობაში იტუმბება ჰაერი და მიეწოდება ხელოვნური განათება. 

ბიორეაქტორის სახელწოდებაა Eos, მისი ზომა 90 х 90 х 210 სანტიმეტრია. რეაქტორი განკუთვნილია საქალაქო პირობებში მუშაობისთვის - მისი ამოცანაა „დაიჭიროს“ და მოახდინოს ნახშირორანგის შთანთქმა ატმოსფეროდან, ასევე აწარმოოს სუფთა ბიოსაწვავი. 

ახალი ბიორეაქტორის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია მომდევნო წელს გახდება ცნობილი. 

image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.