Jump to content

1 მილიარდი დოლარი - სწორედ ასეთი მოგება მოუტანა PUBG Mobile-მა ავტორებს


Recommended Posts

Posted

2018 წლის მარტში გამოვიდა PUBG Mobile და ფურორი მოახდინა გეიმინგ ინდუსტრიაში. მის შესახებ საუბარიც ზედმეტია, რადგანაც ინტერნეტის ფაქტობრივად ყველა მომხმარებელს ასე თუ ისე სმენია რაღაც მაინც ამ თამაშის შესახებ. 

image.jpeg 

თამაშის სწრაფი გავრცელების გამო უამრავი ანალიტიკური კომპანიაა დაკავებული იმ ჯამური შემოსავლის გამორკვევით, რომელიც თამაშმა თავის ავტორებს მოუტანა. ცნობილი ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის მიერ მცირე ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც გამოჩნდა, რომ ამ დროისთვის თამაშისგან მიღებული შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. 

image.jpeg 

ასეთი მაღალი შედეგის მიღებას ხელი შეუწყო თამაშის ჩინურმა ვერსია Game For Peace-მა, რომლის მიერ მიღებულმა შემოსავალმა მთლიანის 54 % შეადგინა. გარდა ამისა, PUBG Mobile-მა შეძლო მიეღწია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური თამაშის - Fortnite-ის დონემდე. სამწუხაროდ, ეს თამაში დღითიდღე კარგავს პოპულარობას და მისი მოგება თითქმის 40 %-მდე დაეცა, პარალელურად კი PUBG-ის შემოსავალი 160 %-ითაა გაზრდილი. 

PUBG-ის მოთამაშე ადამიანების რიცხვის ზრდა არ მთავრდება, რადგანაც ნებისმიერ პოპულარულ თამაშს მუდმივად ემატება ახალი გეიმერები, რაც მის განვითარებასა და გავრცელებას უწყობს ხელს. გასულ თვეში PUBG-ის მოთამაშეთა რიცხვს 45 მლნ ახალი გეიმერი შეემატა. სამწუხაროდ, იგივე ვერ ითქმის Fortnite-ზე, რადგანაც სტატისტიკის მიხედვით მის მოთამაშეთა რიცხვი ყოველდღიურად კლებულობს, ახალი გეიმერების რაოდენობაზე კი საუბარიც არ ღირს. 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.