Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანია Exelon-მა აშშ-ის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გაურკვევლობები სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, აგრეთვე დიდი ხარჯები და განახლებადი სუფთა ენერგიის წყაროების რიცხვის ზრდა. 

კომპანია Exelon-მა გააჩერა N1 ენერგობლოკის რეაქტორი, რომელიც ექსპლუატაციის 45 წელიწადს ითვლიდა. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება მთლიანი ელექტროსადგურის დახურვას ნიშნავს, რადგანაც ბლოკი N2 წლებია მწყობრიდან არის გამოსული. კომპანია დახურვის მიზეზებს შორის უმთავრესად ძვირადღირებულ ექსპლუატაციას ასახელებს. 

image.jpeg 

სადგურის გაწმენდას ათწლეულები დასჭირდება. უახლოეს პერიოდში პერსონალი შეწყვეტს რეაქტორისთვის საწვავის მიწოდებას და მას გადამუშავებული საწვავის ავზებში შეინახავს. რეაქტორის ექსპლუატაციიდან საბოლოო გამოსვლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. კომპანიის შეფასების მიხედვით ატომური ელექტროსადგური რადიოაქტიური მასალებისგან სრულიად გაწმენდილი 2078 წელს იქნება. 

სადგურის პირველი ენერგობლოკი უსაფრთხო იყო, მასთან დაკავშირებული ინციდენტებიდან ერთადერთია ატმოსფერული წნევის ცვლილება, რომლის შედეგად ოცმა თანამშრომელმა მცირე დროით რადიაციის მცირე დოზა მიიღო. N2 ბლოკი კი 1979 წელს დაიხურა, როდესაც მისმა დადნობამ დაახლოებით 2 მლნ ადამიანი დაასხივა. 

„ბირთვული ენერგია სუფთაა, თუმცა განახლებადი ენერგიის წყაროების მატებამ ატომურ ენერგიაზე მოთხოვნა შეამცირა. მოგწონთ ეს თუ არა - წარმოება წინ მიდის: სადგურის დახურვა ამ ცვლილების სიმბოლოა“ - აცხადებენ Exelon-ში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.