Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google-მა თავისი აპლიკაციების მარკეტიდან წაშალა ორი პროგრამა, რომლებიც ჯამშ მილიონნახევარზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული. ეს აპლიკაციები თანხის გამომუშავებას ახდენდნენ მოძრავი რეკლამების საშუალებით. მათზე დაჭერისას აპლიკაციის ავტორები გარკვეულ თანხას იღებდნენ. ჩანდა ისე, თითქოს ამით მომხმარებლები არ ზარალდებოდნენ, თუმცა ეტაპობრივად გამონდა ბატარეისა და სისტემური რესურსების დაცლის ფაქტი, რომლის გამოც მოწყობილობა ნელ-ნელა დეგრადაციას განიცდიდა. 

image.jpeg 

აპლიკაცია კომპანია Wandera-მ აღმოაჩინა. პროგრამა, სახელად Sun Pro Beauty Camera მომხმარებლებმა მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, Funny Sweet Beauty Selfie Camera კი - დაახლოებით 500 ათასჯერ. თუკი ეს აპლიკაციები თქვენს სმარტფონშიცაა, ჯობს მათგან გათავისუფლდეთ. როდესაც აპლიკაციების დაინსტალირება ხდება, მათი icon-ები აპლიკაციების ჩამონათვალიდან იკარგება. მხოლოდ აიკონის წაშლისას აპლიკაცია მაინც აგრძელებს რეკლამების ჩვენება ფონურ რეჟიმში. 

Sun Pro Beauty Camera-ს დაყენების შემდეგ აპლიკაცია განახებთ მთელ ეკრანზე გაშლილ რეკლამას და მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. App-Store-ში მოცემულია გამოხმაურებები ზემოთხსენებული აპლიკაციების საზიანო მოქმედების შესახებ, თუმცა მომხმარებლები უმეტესად არც აქცევენ წარწერებს ყურადღებას პროგრამების დაყენების წინ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.