Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ ჩაატარა ახალი EPYC-სერიის პროცესორების ანონსი. მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილმა პროცესორებმა - AMD EPYC Rome-მა უკვე მსოფლიო რეკორდი მოხსნა, კომპანიამ ასევე წარადგინა რამდენიმე OEM-სერვერიც. 

image.jpeg 

წარმოდგენილი პროცესორი EPYC 7H12, რომელსაც აქვს 64 ბირთვი/128 ნაკადი, TDP-ს დონე 280 ვატი და საშუალებას იძლევა იღწეულ იქნას სიხშირე 2.6-დან 3.3 გიგაჰერცამდე. იგი განკუთვნილია ისეთ სისტემებში გამოყენებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალურ წარმადობას, ასევე გამოყენებადია ჰიბრიდულ სუპერკომპიუტერ ATOS Bullsequana XH2000-ში. 

image.jpeg 

EPYC 7H12-ის გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს წარმადობას 4,2 TFLOPS-მდე, შედეგად 7H12 11 %-ით უფრო სწრაფია ამ დრომდე არსებულ ტოპ-სერვერზე, რომელსაც EPYC 7742 პროცესორი აქვს. 

image.jpeg 

7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შედეგად AMD EPYC 7H12-ს კრისტალების განლაგების სიმჭიდროვის მხრივ უპირატესობა აქვს Intel-ის 14-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე: შესაძლებელია უფრო მეტი ბირთვის განთავსება და ენერგომოხმარების შემცირება, უფრო მაღალი სიხშირე და სუპერკონკურენტუნარიანი ფასის დადება. AMD EPYC უკვე აღარ მოიაზრება Intel-ის ალტერნატივად: იგი უკვე ლიდერად ითვლება იმ წამყვანი ფუნქციებისა და ტექნოლოგიების წარმოებაში, რომლებიც „მძიმეწონიან“ მწარმოებლებს იზიდავს. 

image.jpeg 

AMD აქტიურად მუშაობს სერვერული წარმოების ლიდერებთანაც და განცხადებებს აკეთებს სხვა პროდუქტებზეც, როგორიცაა მაგალითად Supermicro-ს სისტემები. მისმა პარტნიორმა კომპანია TSMC-მაც განაცხადა AMD-სთან მჭიდრო პარტნიორობისა და ერთობლივი სამომავლო მთელი რიგი ინიციატივების შემუშავების შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.