Magdalena Posted September 20, 2019 Posted September 20, 2019 AMD-მ ჩაატარა ახალი EPYC-სერიის პროცესორების ანონსი. მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილმა პროცესორებმა - AMD EPYC Rome-მა უკვე მსოფლიო რეკორდი მოხსნა, კომპანიამ ასევე წარადგინა რამდენიმე OEM-სერვერიც. წარმოდგენილია პროცესორი EPYC 7H12, რომელსაც აქვს 64 ბირთვი/128 ნაკადი, TDP-ს დონე 280 ვატი და საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას სიხშირე 2.6-დან 3.3 გიგაჰერცამდე. იგი განკუთვნილია ისეთ სისტემებში გამოყენებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალურ წარმადობას, ასევე გამოყენებადია ჰიბრიდულ სუპერკომპიუტერ ATOS Bullsequana XH2000-ში. EPYC 7H12-ის გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს წარმადობას 4,2 TFLOPS-მდე, შედეგად 7H12 11 %-ით უფრო სწრაფია ამ დრომდე არსებულ ტოპ-სერვერზე, რომელსაც EPYC 7742 პროცესორი აქვს. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შედეგად AMD EPYC 7H12-ს კრისტალების განლაგების სიმჭიდროვის მხრივ უპირატესობა აქვს Intel-ის 14-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე: შესაძლებელია უფრო მეტი ბირთვის განთავსება და ენერგომოხმარების შემცირება, უფრო მაღალი სიხშირე და სუპერკონკურენტუნარიანი ფასის დადება. AMD EPYC უკვე აღარ მოიაზრება Intel-ის ალტერნატივად: იგი უკვე ლიდერად ითვლება იმ წამყვანი ფუნქციებისა და ტექნოლოგიების წარმოებაში, რომლებიც „მძიმეწონიან“ მწარმოებლებს იზიდავს. AMD აქტიურად მუშაობს სერვერული წარმოების ლიდერებთანაც და განცხადებებს აკეთებს სხვა პროდუქტებზეც, როგორიცაა მაგალითად Supermicro-ს სისტემები. მისმა პარტნიორმა კომპანია TSMC-მაც განაცხადა AMD-სთან მჭიდრო პარტნიორობისა და ერთობლივი სამომავლო მთელი რიგი ინიციატივების შემუშავების შესახებ. https://overclockers.ru/blog/Pris/show/30171/amd-predstavljaet-processor-epyc-7h12-na-64-jadra-128-potoka-s-chastotoj-ot-26-ggc-do-33-ggc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.