Magdalena Posted September 20, 2019 Posted September 20, 2019 ახალი, 2019 წლის Switch-ის მთავარი სიახლე გაუმჯობესებული ავტონომიური მუშაობაა: დატვირთვის დონის მიხედვით კონსოლის პირველი ვერსია 3-დან 6 საათამდე მუშაობს, განახლებული კი, მწარმოებლის განცხადებით - 4-9 საათი. როგორ მიიღწევა გაზრდილი სამუშაო პროცესი, კომპანია არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ცნობებით ეს არის NVIDIA Tegra X1 ჩიპზე გადასვლის დამსახურება. იგი საფუძვლად უდევს კონსოლს და წარმოებულია FINFet ტექნოლოგიით. ამ მხრივ Nintendo-მ მიბაძა Microsoft-სა და Sony-ს, რომელთაც უკვე გამოიყენეს იგი Xbox One S-ისა და PlayStation 4 Slim-ის წარმოებისას. კონკურენტების კონსოლები განახლებისას შეიცვალნენ ზომებსა და დიზაინში, ახალი Switch კი აბსოლუტურად ისევე გამოიყურება, როგორც ძველი, ორიგინალი მოდელი - გარეგნული იერსახე, ზომები და კომპლექტაცია იდენტურია. მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ნიშანი - ეს არის მკვეთრი წითელი ფონი შეფუთვის წინა მხარეს. მეორე განმასხვავებელია მოწყობილობის კოდი. ძველი მოდელის კოდია HAC-001, ახალი კი მარკირებულია, როგორც HAC-001(-01). „ჯოიკონების“ ნომრებიც განსხვავებულია - ძველი მოდელების კორპუსზე მითითებულია HAC-A-JCL-C1 და HAC-A-JCR-C1, ახლებზე კი - HAC-A-JCL-C3 და HAC-A-JCR-C3. უცნობია, რას ნიშნავს ეს ციფრები - Nintendo-ს კონტროლერების შესახებ არაფერია გაჟღერებულა. რაც შეეხება ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას, შედეგები ამგვარად გამოიყურება: Switch HAC-001(-01) 2019 წ. The Legend of Zelda: Breath of the Wild Stardew Valley ეკრანის სიკაშკაშე 50 % 5 საათი 8 სთ, 23 წუთი ეკრანის სიკაშკაშე 100 % 4 საათი და 6 წუთი 7 სთ, 11 წუთი საერთო ჯამში, განახლების შედეგად ჩვენს წინაშეა ფაქტობრივად იგივე კონსოლი, თუმცა ბევრად გაზრდილი ავტონომიური მუშაობის დროით. თუკი ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პასუხი კითხვაზე - შევიძინო თუ არა, ნათელია. https://3dnews.ru/994266 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.