Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი, 2019 წლის Switch-ის მავარი სიახლე გაუმჯობესებული ავტონომიური მუშაობაა: დატვირთვის დონის მიხედვით კონსოლის პირველი ვერსია 3-დან 6 საათამდე მუშაობს, განახლებული კი, მწარმოებლის განცხადებით - 4-9 საათი. როგორ მიიღწევა გაზრდილი სამუშაო პროცესი, კომპანია არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ცნობებით ეს არის NVIDIA Tegra X1 ჩიპზე გადასვლის დამსახურება. იგი საფუძვლად უდევს კონსოლს და წარმოებულია FINFet ტექნოლოგიით. ამ მხრივ Nintendo-მ მიბაძა Microsoft-სა და Sony-ს, რომელთაც უკვე გამოიყენეს იგი Xbox One S-ისა და PlayStation 4 Slim-ის წარმოებისას. 

კონკურენტების კონსოლები განახლებისას შეიცვალნენ ზომებსა და დიზაინში, ახალი Switch კი აბსოლუტურად ისევე გამოიყურება, როგორც ძველი, ორიგინალი მოდელი - გარეგნული იერსახე, ზომები და კომპლექტაცია იდენტურია. მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ნიშაი - ეს არის მკვეთრი წითელი ფონი შეფუთვის წინა მხარეს. 

image.jpeg 

მეორე განმასხვავებელია მოწყობილობის კოდი. ძველი მოდელის კოდია HAC-001, ახალი კი მარკირებულია, როგორც HAC-001(-01). 

image.jpeg 

ჯოიკონების“ ნომრებიც განსხვავებულია - ძველი მოდელების კორპუსზე მითითებულია HAC-A-JCL-C1 და HAC-A-JCR-C1, ახლებზე კი - HAC-A-JCL-C3 და HAC-A-JCR-C3. უცნობია, რას ნიშნავს ეს ციფრები - Nintendo- კონტროლერების შესახებ არაფერია გაჟღერებულა. 

image.jpeg 

რაც შეეხება ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას, შედეგები ამგვარად გამოიყურება:  

 

Switch HAC-001(-01) 2019 წ. 

The Legend of Zelda: Breath of the Wild 

Stardew Valley 

ეკრანის სიკაშკაშე 50 % 

5 საათი 

8 სთ, 23 წუთი 

ეკრანის სიკაშკაშე 100 % 

4 საათი და 6 წუთი 

7 სთ, 11 წუთი 

საერთო ჯამში, განახლების შედეგად ჩვენს წინაშეა ფაქტობრივად იგივე კონსოლი, თუმცა ბევრად გაზრდილი ავტონომიური მუშაობის დროით. თუკი ე საკითხი თქვენთის მნიშვნელოვანი იყო, პასუხი კიხვაზე - შევიძინო თუ არა, ნათელია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.