Jump to content

კიბერსპორტულმა ბრენდმა OMEN-მა წარადგინა რამდენიმე გეიმინგ ლეპტოპი, მონიტორები 240 ჰც კადრის განახლების სიხშირით და გეიმინგ პერიფერია


Recommended Posts

Posted

კომპანია HP-ის გეიმინგ ბრენდმა Omen-მა წარადგინა კიბერსპორტული ხაზის ახალი პროდუქტები - ლეპტოპები, მონიტორები და პერიფერიული მოწყობილობები. 

 
image.jpeg 

ყველაზე საინტერესო და უჩვეულო მოწყობილობა გახლდათ ორი დისპლეის მქონე ლეპტოპი OMEN X 2S, რომელიც საშუალებას იძლევა დამატებით ეკრანზე გამოვიდეს გამოსახულების ცალკეული ელემენტები და მოხდეს მათი მასშტაბირება გეიმინგ ინტერფეისის შემადგენელ ნაწილებად. 

 
 
image.jpeg 

პარალელურად, წარმოდგენილი იყო განახლებული, უფრო თხელი და მსუბუქი OMEN 15 და OMEN 17. ლეპტოპებში მაღალი წარმადობის კომპონენტებია, დაწყებული მეცხრე თაობის რვაბირთვიანი Intel Core i9 პროცესორით, 5.0 გჰც ტურბო სიხშირითა და 32 გბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით. კიდევ ერთი საინტერესო რამ ის გახლავთ, რომ სამივე ახალ ლეპტოპში გამოყენებულია გაგრილების სისტემა თხევადი ლითონის - OMEN Tempest-ის საფუძველზე. გაგრილების სისტემა მძლავრი 12-ვოლტიანი ვენტილატორითაა აღჭურვილი. 
 
image.jpeg 

მონიტორები OMEN X 25 და OMEN X 27 შექმნილია პროფესიონალურ კიბერსპორტში გამოყენებისთვის, მუშაობენ კადრის განახლების 240 ჰერც სიხშირეზე, შეფერხების დრო 1 მილიწამია. მონიტორებს აქვთ NVIDIA G-SYNC და AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიების მხარდაჭერა. OMEN X 27-ის გაფართოებაა QHD (2560 х 1440 პიქსელი). 
image.jpeg 
 
გეიმინგ აქსესუარებიდან წარდგენილი იყო ჰედსეტი ყურსასმენის ბალიშების პასიური გაგრილებითა და ხმის OMEN Mindframe Prime ტექნოლოგიით. ასევე წარადგინეს ოპტიკურ-მექანიკური კლავიატურა OMEN Sequencer, რომლის ღილაკების ამოქმედების დრო 0.2 მილიწამია. აგრეთვე უსადენო მაუსი OMEN Photon - ოპტიკურ-მექანიკური ღილაკებითა და პედი OMEN Outpost - ინტეგრირებული უსადენო დამტენით, რომელიც Qi ტექნოლოგიით მუშაობს. 

image.jpeg 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.