Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პერიოდში ახალი თამაშები მაღალ მოთხოვნებს უწესებენ გეიმინგ-მაკომპლექტებლებს. კომფორტული თამაშისთვის საჭიროა SSD, 8 გბ ან მეტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, თანამედროვე სწრაფი პროცესორი 6 ბირთვით და, რაღა თქმა უნდა, ვიდეო ბარათი. სწორედ ვიდეო ბარათი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან „რგოლს ჯაჭვში“ რომელსაც გეიმერი აწყობს, როდესაც ახალ კომპიუტერს ყიდულობს. ამიტომ ვებ-გვერდ tomshardware-ის ექსპერტებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს და წარმოგვიდგინეს 2019 წლის საუკეთესო ვიდეო ბარათები გეიმინგისათვის. 

2019 წლის საუკეთესო უკომპრომისო ვიდეო ბარათი: Nvidia GeForce RTX 2080 Ti. 

თუკი კომპიუტერული თამაშების მოყვარული ხართ და თქვენთვის ახალ კომპიუტერზე რამდენიმე ათასი დოლარის დახარჯვა პრობლემას არ წარმოადგენს, RTX 2080 Ti ბარათზე უკეთესს ვერ ნახავთ. რაც მთავარია, იგი კიდევ რამდენიმე წელი დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო გეიმინგ ვიდეო დაფად. 

image.png 

ვირტუალური გართობისთვის: Nvidia GeForce RTX 2070 Super. 

იმის თქმა, რომ ეს ბარათი არ ვარგა, დაუშვებელია, თუმცა 4K გაფართოებით თამაში მაინც არ გამოვა. 2K გაფართოების კვალობაზე ბარათი ძვირია, 1080р-სთვის კი - გადაჭარბებული. რჩება მხოლოდ ვირტუალური რეალობის ჰედსეტები, სადაც RTX 2070 Super თავისი შესაძლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად ახდენს. 

image.png 

საუკეთესო ვიდეო ბარათი 2K-სთვის: AMD Radeon RX 5700 (8 გბ). 

წარმადობისა და ფასის შესაბამისობის გათვალისწინებით RX 5700 2K გაფართოებაში მოწინავეა, იგი მფლობელს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებით მისაღებ ფასად. ერთადერთ პრეტენზიას წარმოადგენს ray-tracing-ის არარსებობა. 

image.png 
საუკეთესო ბარათი 1080р გაფართოებისთვის: AMD Radeon RX 580 (8 გბ).  

ეს ვიდეო ბარათი აქტიურ კონკურენციას უწევს თავის პირდაპირ კონკურენტ GeForce GTX 1060-ს, თანაც შედარებით იაფი ღირს. ამას გარდა, იგი არ ჩამორჩება უფრო ახალ GTX 1066-საც და 1080р გაფართოებაზე შესანიშნავი წარმადობის დემონსტრირებას ახდენს. ფასის მხრივ იგი უკონკურენტოა. 

image.png 

საუკეესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი: AMD Radeon RX 570 (4 გბ).  

თუკი ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, თუმცა თამაშებისკენ გული მაინც მიგიწევთ, RX 570-ზე ხელსაყრელ ბარათს ვერ იპოვით. კომფორტული საშუალო დონის გრაფიკა უზრუნველყოფილია. 

 

Posted

RTX 2080 Ti შეიძლება ყველაზე მძლავრია მაგრამ ყველაზე ძვირიც ჯდება, 2K 144 გერციანზე სათამაშოთ შედარებით ბიუჯეტურებიდან გამოვყოფდი პირველ რიგში 2070 სუპერს და 5700XT მოდელებს, თუ იშოვი ნორმალურს და მუშას GTX1080Ti კარგ ფორმაშია მაგ გაფართოვებაზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.