Magdalena Posted September 17, 2019 Posted September 17, 2019 მომდევნო თვის დასაწყისში უნდა გაიმართოს Microsoft-ის ღონისძიება, რომელზეც წარდგენილი იქნება კომპანიის ახალი მოწყობილობები. როგორც ცნობილია, ღონისძიების ფარგლებში მოხდება არა მარტო Surface Pro 7-სა და Surface Book 3-ის, არამედ Surface Laptop 3-ის 15-დუიმიანი ვერსიის პრეზენტაცია. ბოლო დროს Microsoft ძირითადად Surface-ხაზის განახლებას ახდენდა, თუმცა 15-დუიმიანი ლეპტოპის გამოშვება შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიამ მიზანში ამოიღო ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც ამ დრომდე სრულად ჰქონდა კონკურენტებისთვის დათმობილი. ახალი Surface Laptop 3-ის პრეზენტაცია შედგება 2 ოქტომბერს ნიუ-იორკში, რის შემდეგაც იგი გაყიდვაში გამოვა აშშ-ის ტერიტორიასა და ევროპის რეგიონის ცალკეულ ქვეყნებში. გარდა ამისა, გამოვა ლეპტოპის სტანდარტული 13.5-დუიმიანი ვერსიაც, რომლის აპარატული უზრუნველყოფა წინა ვერსიასთან შედარებით განახლებული იქნება. სამწუხაროდ, ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერ არ გაჟღერებულა. წყარო იტყობინება, რომ მოწყობილობას ექნება დისპლეი გვერდების შეფარდებით - 3:2-თან, დისპლეის კი ექნება სტილუსით მართვის მხარდაჭერა. ტრანსფორმირებადი Surface Book-ისგან განსხვავებით, Surface Laptop 3-ის ეკრანის განცალკევება შეუძლებელი იქნება. მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის ახალი 15-დუიმიანი ლეპტოპი პრემიალური სეგმენტის მოწყობილობათა წარმომადგენელი გახდება, რაც მის საბაზრო ღირებულებაც აისახება. არ არის გამორიცხული, რომ მას ჰქონდეს დისპლეი 4K გაფართოებით, აგრეთვე დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი. Microsoft-ის სურვილი - გამოუშვას15-დუიმიანი ლეპტოპი - სავსებით გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი ქვეყნის ბაზარზე ეს სეგმენტი პოპულარობას არ კარგავს. https://3dnews.ru/994095 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.