Jump to content

Recommended Posts

Posted

AppStore-ის ჩინურ სეგმენტზე გამოჩენიდან რამდენიმე დღეში აპლიკაცია Zao ჩამოტვირთვების მხრივ ლიდერი გახდა. იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიუწვდომელია, თავად ჩინეთში კი დიდი პოპულარობით, თუმცა სკანდალებითაა ცნობილი. აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღეში მსოფლიოში იმდენი დიპფეიკ-ვიდეო გენერირდა, რაც არ შექმნილა ამ ტექნოლოგიის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ერთად აღებული. 

image.jpeg 

ფაქტობრივად, Zao-ს მიერ შექმნილი თითოეული ვიდეო ხარისხიანი დიპფეიკია. აპლიკაცია ხატავს მომხმარებლის სახეს ორიგინალ პერსონაჟის სახის ადგილას ნებისმიერ ვიდეორგოლში. მისი მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა დაამატოს საკუთარი სახე ნებისმიერი ფილმის ფრაგმენტში, სიახლეების სიუჟეტში, სატელევიზიო შოუში, ისტორიულ ქრონიკაში და ა.შ. შედეგი მეტად დამაჯერებლად გამოიყურება: პირველწყაროდ გამოიყენება სტატიკური ფოტო, რომლის საფუძველზეც ხდება დინამიური გამოსახულების გენერირება. 

უფრო მეტიც: აპლიკაციისთვის საკმარისია ერთადერთი ფოტო, რომ შექმნას სხვადასხვა სახის დიპფეიკი. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც Zao-ს უდევს საფუძვლად, სპეციალისტებში უამრავ კითხვას იწვევს. არსებობს სერიოული საშიშროება, რომ მიმზიდველი სერვისის უკან გაცილებით სერიოზული რამ იდგეს. აპლიკაციის პირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ დათანხმების შემხვევაში აპლიკაციას შეეძლო წვდომა მიეღო ნებისმიერ მონაცემებზე ნებისმიერ დროს მფლობელის ნებართვის გარეშე. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია, ამიტომ წესები სწრაფად დაარედაქტირეს. 

ცვლილებების მიუხედავად, ჩინეთის მთავარმა სოციალურმა პლატფორმა WeChat-მა Zao მაინც დაბლოკა. სავებით მოსალოდნელია, რომ იმავეს მოიმოქმედებენ დასავლეთშიც, თუკი რა ქმა უნდა აპლიკაციის ავტორები მის სხვა ქვეყნებში გავრცელებას დაიწყებენ.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.