Jump to content

Recommended Posts

Posted

25 სექტემბერს სიეტლში გაიმართება Amazon-ის ღონისძიება, სადაც მოწვეულ სტუმრებს წარუდგენენ სხვადასხვა სიახლეს. ღონისძიების პროგრამის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ არ არის ცნობილი, კომპანია აცხადებს, რომ „საზოგადოებას გაუზიარებს რამდენიმე ახალ პროდუქტს  Amazon Devices and Services-ისგან“.  

მცირე ხნის წინ გამართულ გამოფენა IFA 2019-ზე Amazon-მა დააანონსა გაჯეტ Fire TV Cube-ის ახალი ვერსია და ტელევიზორების ახალი სერია  - Fire TV Edition. საერთო ჯამში კი კომპანიას კიდევ უამრავი ახალი პროდუქტი აქვს, რომელთაც გამოუშვებს სადღესასწაულო ახალ სეზონზე, მათ შორისაა ჰაბების პოპულარულია სერია Echo და ბიუჯეტური პლანშეტები - Fire. 

image.jpeg 

დაახლოებით ერთი წლის წინ Amazon-მა თავის შტაბ-ბინაში გამართა ღონისძიება, რომელზეც უამრავი ახალი მოწყობილობა ჰქონდა წარმოდგენილი: მათ შორის იყო განახლებული სმარტ-ჰაბები Echo Dot და Echo Plus, მეორე თაობის Amazon Echo Show, ციფრული ვიდეორეგისტრატორი Fire TV Recast, უსადენო საბვუფერი Amazon Echo Sub, მიკროტალღური ღუმელი AmazonBasics Microwave ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მხარდაჭერით და კედლის საათი. 

ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ახალი ფუნქციები, როგორებიცაა Follow-Up ModeforAlexa, Alexa Guard - სახლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და Skype-ის გამოყენების შესაძებლობა შემდეგ მოწყობილობებზე - Amazon Echo, Echo Plus, Echo Dot, Echo Show და Echo Spot. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.