Magdalena Posted September 16, 2019 Posted September 16, 2019 25 სექტემბერს სიეტლიში გაიმართება Amazon-ის ღონისძიება, სადაც მოწვეულ სტუმრებს წარუდგენენ სხვადასხვა სიახლეს. ღონისძიების პროგრამის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ არ არის ცნობილი, კომპანია აცხადებს, რომ „საზოგადოებას გაუზიარებს რამდენიმე ახალ პროდუქტს Amazon Devices and Services-ისგან“. მცირე ხნის წინ გამართულ გამოფენა IFA 2019-ზე Amazon-მა დააანონსა გაჯეტ Fire TV Cube-ის ახალი ვერსია და ტელევიზორების ახალი სერია - Fire TV Edition. საერთო ჯამში კი კომპანიას კიდევ უამრავი ახალი პროდუქტი აქვს, რომელთაც გამოუშვებს სადღესასწაულო ახალ სეზონზე, მათ შორისაა ჰაბების პოპულარულია სერია Echo და ბიუჯეტური პლანშეტები - Fire. დაახლოებით ერთი წლის წინ Amazon-მა თავის შტაბ-ბინაში გამართა ღონისძიება, რომელზეც უამრავი ახალი მოწყობილობა ჰქონდა წარმოდგენილი: მათ შორის იყო განახლებული სმარტ-ჰაბები Echo Dot და Echo Plus, მეორე თაობის Amazon Echo Show, ციფრული ვიდეორეგისტრატორი Fire TV Recast, უსადენო საბვუფერი Amazon Echo Sub, მიკროტალღური ღუმელი AmazonBasics Microwave ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მხარდაჭერით და კედლის საათი. ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ახალი ფუნქციები, როგორებიცაა Follow-Up Mode for Alexa, Alexa Guard - სახლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და Skype-ის გამოყენების შესაძლებლობა შემდეგ მოწყობილობებზე - Amazon Echo, Echo Plus, Echo Dot, Echo Show და Echo Spot. https://3dnews.ru/993989 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.