Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

არქიტექტურულმა კომპანია MAD Architects-მა HyperloopTT-ის დაკვეთით მოამზადა მაკეტი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გახდეს ვაკუუმური მატარებლები ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. 

ილონ მასკის მიერ 2012 წელს გაჟღერებულმა ვაკუუმური მატარებლების იდეამ ბევრი კომპანიის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ამ კონცეპტის ეფექტურობის საბოლოო დადასტურება და რეალურობა ამ დრომდე არ წარმოდგენილა. 

მ სფეროში მოღვაწე ყველაზე ცნობილი კომპანიები - HyperloopTT და Hyperloop One - პერიოდულად ჩნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და აცხადებენ, რომ იწყებენ ახალი გზების მშენებლობას, ან კონტრაქტებს დებენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან მგზავრების სუპერჩქაროსნული მატარებლით გადაყვანასთან დაკავშირებით. კომპანიების გეგმით, Hyperloop-ის ხაზები უნდა გაიხსნას არაბთა გაერთიანებული ემირატების, ევროპის, აშშ-ის ტერიტორიებზე, თუმცა ჯერჯერობით რთულია დაზუსტებით თქმა - როდის იმგზავრებს პირველი ადამიანი ვაკუუმური ტრანსპორტით. 

მჟამად HyperloopTT-მ არქიტექტორებთან ერთად წარადგინა კონცეფცია, თუ როგორი იქნება ვაკუუმური მატარებლებისთვის განკუთვნილი გზები ქალაქის ფონზე. პროექტში გათვალისწინებულია ბეტონისა და ლითონის გამამაგრებელი, დახურული კონსტრუქციები. 

image.jpeg 

მატარებლის ხაზების თავზე განთავსებული იქნება მზის ბატარეები, რომელთა წყალობითაც უზრუნველყოფილი იქნება გვირაბებისა და სადგურების განათება. 

image.jpeg 

გვირაბებსა და სადგურებში დამონტაჟებული იქნება სავენტილაციო ტურბინები. ჯამში, არქიტექტორების კონცეფცია უკვე არსებული მიწისზედა მეტროსადგურების იდეას მოგვაგონებს, რაც აზიის ქვეყნებშია უფრო მეტად გავრცელებული. 

image.jpeg 

image.png 

 
Hyperloop TT-ს გავლილი აქვს თავისი სამგზავრო კაფსულების ფინალური გამოცდა. როგორც მოსალოდნელია, მისით სარგებლობა მგზავრებს 2022 წლიდან შეეძლებათ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.