Magdalena Posted September 11, 2019 Posted September 11, 2019 ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ინჟინრებმა დედამიწის ორბიტაზე ჩაატარეს მცირე ზომის იონური ძრავის ტესტირება. მოწყობილობა „კოსმოსურ აპარატებს გაუხანგრძლივებს არსებობის პერიოდს და შეამცირებს მათ კოსმოსურ ნაგვად ქცევის ალბათობას“ - წერს China Daily. იონური ძრავი - ეს არის ელექტრო ძრავის ტიპი, რომელიც მუშაობს ელექტრულ ველში აჩქარებული იონიზირებული გაზის საფუძველზე. ამგვარი ძრავები ნაკლებ საწვავს ხარჯავენ და შეუძლიათ საწვავის შეუვსებლად დაახლოებით სამი წელიწადი იმუშაონ. მანევრირებისთვის განკუთვნილი მინიატურული ძრავი შექმნა ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციამ. იგი ორბიტაზე გაიტანეს მცირე ზომის ჩინურ თანამგზავრთან ერთად მიმდინარე წლის დასაწყისში. „ძრავი სულ რაღაც 300 გრამს იწონის და წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის მოწყობილობას. იგი გათვლილია მცირე ზომის თანამგზავრებზე, რომელთაც დიდი თანამგზავრებისგან განსხვავებით არ აქვთ ქიმიურ საწვავზე მომუშავე დიდი ზომის სარაკეტო ძრავები. საწვავის დიდი ავზების, ტუმბოების, მომჭერებისა და ტოქსიკური საწვავის გარეშე მოქმედი ახალი მოწყობილობის ტრანსპორტირება მარტივია და თანაც მას შეუძლია უზრუნველყოს მცირე თანამგზავრების ეფექტური და მაღალი სიზუსტის მანევრირება“ - აცხადებს იონური ძრავის მთავარი კონსტრუქტორი. https://hightech.fm/2019/09/10/ion-engine
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now