Magdalena Posted September 11, 2019 Posted September 11, 2019 კომპანია Xiaomi-მ დააანონსა ახალი გაჯეტი - მოწყობილობა სახელად Mi Pocket Photo Printer, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა. Xiaomi Mi Pocket Photo Printer - ეს არის ჯიბის პრინტერი, რომელიც განკუთვნილია სმარტფონებიდან და პლანშეტებიდან ფოტოების ამობეჭდვისთვის. მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია ZINK. მისი არსი მდგომარეობს ქაღალდის გამოყენებაში, რომელიც შეიცავს სპეციალური კრისტალური ნივთიერებების რამდენიმე ფენას. გაცხელებისას ეს ნივთიერებები ამორფულ მდგომარეობაში გადადის, შედეგად კი ქაღალდზე გამოსახულება ფორმირდება. ჯიბის პრინტერი საშუალებას იძლევა ამოიბეჭდოს 3-დუიმიანი გამოსახულება. გაფართოების შესახებ სამწუხაროდ არაფერია ცნობილი. მოწყობილობის კორპუსი თეთრი ფერისაა, პრინტერი თავისუფლად თავსდება შარვლის ან პიჯაკის ჯიბეში. ახალი Xiaomi Mi Pocket Photo Printer-ის შეძენა შესაძლებელი იქნება დაახლოებით 50 აშშ დოლარად, ქრაუდფანდინგის ეტაპზე კი იგი 42 დოლარად იყიდება. https://3dnews.ru/993853
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now