Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიებმა Lenovo-მ და Marvel-მა გამოფენა IFA 2019-ზე განაცხადეს, რომ შერეული რეალობის სისტემა Lenovo Mirage AR-ის მომხარებლები შეძლებენ საკუთარი ძალები მოსინჯონ Marvel-ის სამყაროს გმირებთან. 

image.jpeg 

პლატფორმა Lenovo Mirage AR შედგება ჰედსეტისგან, ორი უნივერსალური კონტროლერისა და მოძრაობის აღქმის სენსორისაგან. ჰედსეტი სმარტფონის ბაზაზე ფუნქციონირებს: საჭიროა სმარტფონი ოპერაციული სისტემა Android-ით ან iOS-ით და მისი გაბარიტები უნდა იყოს არაუმეტეს 158,3 × 77,7 × 7,95 მმ. 

image.jpeg 

image.jpeg 

როგორც ცნობილი გახდა, გეიმერებს წვდომა ექნებათ უფასო აპლიკაცია Marvel Dimension of Heroes-ზე, რომელსაც ჩამოტვირთავენ ნებისმიერ თავსებად სმარტფონში. AR-ჰედსეტისა და უნივერსალური კონტროლერების მეშვეობით გეიმერები ძალებსა და სუპერგმირების შესაძლებლობებს მოსინჯავენ. 

კონტროლერებზე არსებული ღილაკები ავტომატურად რეგულირდება, რათა გეიმერებმა შეძლონ მთლიანად კონცენტრირდნენ თამაშის პროცესზე. მოძრაობის აღქმის სენსორი იატაკზე განთავსდება - იგი წარმოადგენს საკონტროლო წერტილს ფიზიკურ სივრცეში. 

image.jpeg 

გეიმერები ვირტუალურად შეძლებენ გაემართონ დაუჯერებელ თავგადასავლებში, რომლებიც სამი რეჟიმისაგან შედგება და მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას შერეულ რეალობაში. ახალი კონტროლერებით მოთამაშეები ორივე ხელს გამოიყენებენ, რათა უფრო მოხერხებულად ჩაერთონ ბრძოლებში და თავიდან აიცილონ შემოტევები“ - აღნიშნავენ Lenovo-ს წარმომადგენლები. 

image.jpeg 

Lenovo Mirage AR-ში შემოთავაზებულია თამაში Star Wars: Jedi Challenges - გამოიყენება უნივერსალური კონტროლერი, რათა გეიმერებმა ისარგებლონ ლაზერული ხმლებით და საბრძოლო ბრძანებები გასცენ თამაშ Holochess-ში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.