Jump to content

Recommended Posts

Posted

 

adad.jpg

კომპანია Google-მა გამოუშვა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია Android 10, რომელიც ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ Pixel სერიის სმარტფონებზე. განახლება მთელ რიგ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიცავს, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, მოსახერხებლობასა და ახალ შესაძლებლობებს.

ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ფუნქცია ჭკვიანი პასუხები“, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის მოქმედების წინასწარ განსაზღვრა. მაგალითად, თუკი სმარტფონის მფლობელი მიიღებს YouTube-ის ბმულს ან მისამართს, სისტემა შესთავაზებს გახსნას მიღებული მონაცემები შესაბამის აპლიკაციაში. თანაც ამ ფუნქციის მხარდაჭერა მოქმედია ოპერაციული სისტემის დონეზე ნებისმიერ მესენეჯერში.

გაუმჯობესდა ჟესტებით ნავიგაციის სისტემა, რომელიც ეკრანის ღილაკებით სარგებლობის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა, თუმცა მათი გამოყენებაც შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში.

გაფორმების ჩაბნელებული თემა აქტიურია მთელ ოპერაციულ სისტემასა და ცალკეულ აპლიკაციებში, მაგალითად, კალენდარსა და Google ფოტოში. ეს რეჟიმი დატვირთვას ამცირებს თვალზე დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში და საშუალებას იძლევა დაიზოგოს ბატარეა. ფუნქცია „ცოცხალი სუბტიტრების“ მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ხმოვანი შეტყობინება, ვიდეორგოლის გახმოვანება და ა.შ. გარდაიქმნას ტექსტის სახით. „კონცენტრაციის რეჟიმი“ კი არ დაუშვებს, რომ მომხმარებელი საქმიდან გასართობ აპლიკაციებზე, სოციალურ ქსელებზე ან მესენჯერებზე გადაერთოს. რეჟიმი დაბლოკავს ხსნენებული სერვისებიდან შემომავალ შეტყობინებებს.

Android 10-ში გამოჩნდა ეკრანის ჩაწერის ინტეგრირებული ფუნქცია. იგი საშუალებას მოგცემთ დამატებითი აპლიკაციების დაყენების გარეშე მოახდინოთ ეკრანზე მომხდარის დაფიქსირება.

მშობლებისთვის გამოჩნდა განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდონ თავიანთი შვილების სმარტფონების მუშაობა. გათვალისწინებულია განსაზღვრული დროის შემდეგ მოწყობილობის ბლოკირების ფუნქციები, აპლიკაციების გამოყენების აკრძალვა და ა.შ.

უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციებით განისაზღვრება რომელი აპლიკაცები იღებენ წვდომას გეოლოკაციაზე. თუკი პროგრამა გააგრძელებს მონაცემების მიღებას, მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს.

სხვა წვრილმანი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ახალი აუდიო-ვიდეოკოდეკები, API Vulkan 1.1 მხარდაჭერა და Wi-Fi-ს კუთხით გაუმჯობესებები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია სხვა მწარმოებლების სმარტფონებში. გავრცელებას დრო დასჭირდება, გამონაკლისი შეიძლება იყოს Android One თაობის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ გარე მწარმოებლების ლაუნჩერის გარეშე მოქმედ სუფთა სისტემაზე.

https://3dnews.ru/993498

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.