Jump to content

Recommended Posts

Posted

ვებ-გვერდ tomshardware-ის ექსპერტები ყველა საკითხს მუდამ სერიოზულად უდგებიან. ამჯერად მათ მოამზადეს 2019 წლის საუკეთესო დედა დაფების ჩამონათვალი. სია მოცულობით შთამბეჭდავია, ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე აქტუალურ მოდელებს. Intel-ის პროცესორების შემთხვევაში ესენი იქნება: კონექტორი LGA 1151; ჩიპსეტი: Intel Z390. AMD-ის პროცესორებში კი - AM4 კონექტორი დაAMD X570 ჩიპსეტი

image.png

Intel

1.     Gigabyte Z390 Designare. 

საუკეთესო ATX Z390 დედა დაფა. როგორც tomshardware წერს, ეს არის საუკეთესო გეიმერული დედა დაფა, იგი შესანიშნავად უმკლავდება ოპერატიული მეხსიერების აჩქარებას და აქვს უამრავი ფუნქცია და პარამეტრი. მის მიმართ ერთადერთი პრეტენზია არსებობს: დაფა არც ისე კარგია პროცესორის აჩქარებისათვის.

image.png

2.     Gigabyte Z390 Gaming X. 

საუკეთესო ეკონომ-ვარიანტი. შესანიშნავი დედა დაფა საკმაოდ დემოკრატიულ ფასად. იგი უზრუნველყოფს საკმაოდ კარგ აჩქარებას, თუმცა მაინც ვერ აღწევს ტოპ-დედა დაფების დონემდე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთა უმეტესობა თითქმის არ სარგებლობს აჩქარებით, იგი იდეალური ვარიანტია ასეთი მომხმარებლებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ექსპერიმენტებს ეწევა.

image.png

AMD

1.     Asus ROG Strix X570-E Gaming. 

საუკეთესო High-End X570 დედა დაფა. უკომპრომისო დაფა მათთვის, ვინც იცის, რისი მიღება სურს თავისი Ryzen 9 3900Х-სგან. იგი ფლობს შესაძლებლობების უზარმაზარ სპექტრს, აგრეთვე საშუალებას იძლევა დაზოგოთ 50 დოლარამდე თანხა კონკურენტების დაფებთან შედარებით.

image.png

2.     Gigabyte X570 Aorus Pro Wi-Fi.

საუკეთესო X570 დედა დაფა საშუალო ფასში. Tomshardware-ის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 300 დოლარის ფარგლებში ეს დედა დაფა საუკეთესოა და იგი მოიცავს 2019 წლის ტოპ-დედა დაფებისთვის დამახასიათებელ ყველა ატრიბუტს.

https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29812/luchshie-materinskie-platy-2019-goda-amd-protiv-intel

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.