Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა მთვარმავალმა Yutu-2-მა მთვარის ბნელ მხარეზე აღმოაჩინა უცნაური ფერის „გელისმაგვარი“ ნივთიერება ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში (Chinese Lunar Exploration Program, CLEP).

მთვარემავალმა აღნიშნული აღმოჩენა დააფიქსირა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ყოფნის მე-8 დღეს, შედეგად ჩინელი მეცნიერები იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ გეგმიური კვლევები და მთლიანად გადართულიყვნენ აღნიშნული ნივთიერების შესაძლო წარმოშობის წყაროს გარკვევაზე.

მთვარის დღე ისევე, როგორც ღამე დაახლოებით უტოლდება 14 დედამიწურ დღეს. მთვარის ღამის წინ მთვარემავალს თიშავენ და ის გადადის „ძილის“ რეჟიმში, რათა მეორე დღეს კვლავ განაახლოს მუშაობა.

image.png

მერვე მთვარის დღე დაიწყო 25 ივლისს. 28 ივლისს Chang'e-4 მისიის ჯგუფი აპირებდა Yutu-2-ის გათიშვას მისი მაღალი ტემპერატურისა და მზის რადიაციისგან დასაცავად, მაგრამ ერთ-ერთმა სპეციალისტმა ძირითადი კამერით მიღებული გამოსახულების შესწავლისას აღმოაჩინა მცირე ზომის კრატერი, რომელშიც მკაფიოდ იკვეთებოდა უცნაური ფორმის ნივთიერება, რომელიც თავისი ფერით და ტექსტურით განსხვავდებოდა მთვარის ზოგადი ზედაპირისგან. ამის გამო მთვარის როვერს მიეცა ბრძანება, დასავლეთით სვლის ნაცვლად, მიმართულიყო კრატერისკენ აღნიშნული ნივთიერების შესასწავლად.

წინაღობებისთვის თავის არიდების მიზნით შექმნილი კამერების გამოყენებით Yutu-2 მიუახლოვდა კრატერს და ინფრაწითელი სპექტრომეტრის, VNIS-ის მეშვეობით (რომელიც გამოიყენება მთვარის ზედაპირის შესახებ ინფორმაციის შეგროვების და მისი შემდგომი ქიმიური ანალიზისთვის) დაიწყო უცნაური ფერის მქონე ნივთიერების და ირგვლივ არსებული ზედაპირული ქანების შესწავლა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ პოლუსზე არსებული აუზის - ეიტკენის ნიმუშების ანალიზის შედეგად VNIS -ის გამოყენებით მიღებულ იქნა მონაცემები მთვარის მანტიაზე.

image.png

სამწუხაროდ ჩინელმა მეცნიერებმა არ მიუთითეს, თუ რა ნივთიერება აღმოაჩინა მთვარისმავალმა და არ გააზიარეს უცნაური მინერალის სურათი. გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ როვერის ნაწილის ის სურათი, სადაც ჩანს, თუ როგორ მიემართება ის კრატერისკენ.

https://3dnews.ru/993366

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.