Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურსი Top Gear იტყობინება სიჩქარის ახალი რეკორდის შესახებ, რომელიც Bugatti Chiron-ის მიერ იქნა დამყარებული. 2019 წლის 2 აგვისტოს გერმანიაში, ერა-ლესინის გამოსაცდელ ავტოდრომზე მრბოლელმა ენდი უოლესმა Chiron-ის წინასასერიო პროტოტიპით განავითარა სიჩქარე 304,77 მილი/სთ- (490,5 კმ/სთ).

image.png

სიჩქარის მაჩვენებელი დაფიქსირდა გერმანიის ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციის მიერ (TÜV). ენდი უოლესმა პროტოტიპ Chiron-ის მეშვეობით გააუმჯობესა SSC-ის ავტომობილების ძველი მიღწევები (256,18 მილი/სთ, 2007 .), Hennessey (270,49 მილი/სთ, 2013 .) და Koenigsegg (284,55 მილი/სთ, 2017 .), აგრეთვე შეასრულა დასახული ამოცანა და მიაღწია  300 მილი/სთ. მაჩვენებელს.

დაახლოებით ექვსი თვის წინ Bugatti-ს, Michelin-ისა და ძარების მწარმოებელი Dallara-ის ინჟინერთა ჯგუფმა დაიწყო ავტომობილის შემუშავება, რომელიც შეძლებდა 300 მ/სთ სიჩქარის მიღწევას. შედეგად გამოვიდა პროტოტიპი Chiron, რომელიც 25 სმ-ით უფრო გრძელია, ვიდრე ორიგინალი.

image.png

გადაკეთდა ძარის კონსტრუქცია ჰაერის წინაღობის შემცირების მიზნით - უკანა ფრთა და საჰაერო მუხრუჭი მოიხსნა და შეიცვალა სტატიკური ელემენტით, რომელიც ჩაშენებულია ძარის უკანა ნაწილში.

image.png

Chiron-ის ინტერიერში მოაშორეს მგზავრის სავარძელი და ჩაანაცვლეს კომპიუტერული ბლოკით. ძრავისთვის ასევე გათვალისწინებულ იქნა უსაფრთხოების დამატებითი ზომები.

image.png

Chiron-ის მოდერნიზირებული პროტოტიპი აღჭურვილია 8-ლიტრიანი, 16-ცილინდრიანი W16 ძრავით სახელწოდებით - Thor, რომლის სიმძლავრე 1578 ცხენის ძალის ტოლია. ამასთან ერთად მასში გამოიყენება სტანდარტული გადაცემათა კოლოფი და AWD სისტემა.

https://3dnews.ru/993404

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.