Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო იკვლევს მძღოლების ქცევის ცვლილებას იმ პირობებში, როცა უკანა ხედვის და გვერდითი სარკეები ჩანაცვლებულია კამერებით.

უმსხვილესი საავტომობილო კონცერნები, მათ შორის General Motors, Toyota, Volkswagen და Tesla, ბოლო პერიოდში აქტიურად უჭერენ მხარს პროექტს, რომლის ფარგლებშიც გვერდითი და უკანა ხედვის სარკეები უნდა ჩანაცვლდეს კამერებით. მათი აზრით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას და პრაქტიკულად გამორიცხავს ე.წ. „მკვდარ ზონებს“.

image.png

დღეს კამერები გამოიყენება ევროპის და ახლო აღმოსავლეთს ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე იაპონიაში.

2014 წლიდან Toyota ყიდის ავტომობილს Lexus ES, რომელსაც გვერდითი სარკეების ნაცვლად უყენია კამერები, ხოლო Volkswagen ყიდის მოდელს Audi e-tron-ს იგივე ტექნოლოგიით, ოღონდ ევროპაში. პრიველი კომპანია, რომელმაც ეს ინოვაცია დანერგა იაპონიაში, იყო Nissan. მან 2001 წელს  გამოუშვა სედანი Cima, ხოლო შემდეგ საშუალო გაბარიტების მქონე Primera.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კამერაში შესაძლებელია აისახოს სხვადასხვა სახის „ ნაგავი“, განსაკუთრებით კაშკაშა მზის სხივების მოხვედრისას. აგრეთვე ხშირ შემთხვევაში კამერის ობიექტივი შეიძლება დაიორთქლოს, რაც მძღოლს პრაქტიკულად „დააბრმავებს“.

https://hightech.fm/2019/08/28/camera-auto

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.