Jump to content

Recommended Posts

Posted

სმარტფონი, შემდეგ ისევ სმარტფონი, ხოლო შემდეგ ლეპტოპი - ასე დაიწყო ჩინურმა კომპანიამ ახალი პროდუქტების წარდგენა. პრეზენტაციაზე გამოჩნდა Redmi Note 8 Pro ვერსიით და RedmiBook 14 Enhanced Edition. მწარმოებლის კიდევ ერთი სიახლე იყო Xiaomi Redmi TV.

image.png

პრეზენტაციაზე ნათქვამის მიხედვით ცხადი ხდება, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობა კვლავ სმარტფონების გამოშვებაა. პრაქტიკულად არაფერი თქმულა პანელის განსაკუთრებულობის შესახებ, რომელიც ტელევიზორს საფუძვლად დაედო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეკრანის დიაგონალი 70 დუიმია, გაფართოება - Ultra HD და აქვს HDR-ის მხრადაჭერა.

სამაგიეროდ მწარმოებელმა ბევრი ისაუბრა შიდა კომპონენტების შესახებ, კერძოდ, ახალ მოწყობილობას აქვს 64-ბიტიანი პროცესორი Amlogic ოთხი ბირთვითა და 1.5 გჰც სიხშირით. გრაფიკაზე პასუხისმგებელია Mali-G450 MP3 ამაჩქარებელი, რომელიც მუშაობს 750 მჰც სიხშირეზე. კონფიგურაციაში შევიდა ადაპტერები Bluetooth 4.2, Wi-Fi (2.4 გჰც / 5 გჰც), ორი USB და სამი HDMI პორტი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 2 გიგაბაიტია, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი – 16 გბ. ასევე ხელმსიაწვდომია DTS-HD, DTS Audio და ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა.
კომპანია აცხადებს, რომ Redmi TV-ის დისპლეის ფართობი წინაზე 60%-ით უფრო დიდია. სავარაუდოდ შედარებისთვის აღებულ იქნა 55-დუიმიანი ტელევიზორი, რადგან იდენტური დიაგონალის მქონე ტელევიზორი მანამდე წარადგინა კომპანია Honor-მა.

image.png

Xiaomi Redmi TV-ის ოფიციალურმა სარეკომენდაციო ფასმა ჩინეთში შეადგინა 3799 იუანი/530 დოლარი. ამდენივე ღირს 55-დუიმიანი Honor Vision TV ოპერაციული სისტემით HarmonyOS. ტელევიზორის გაყიდვები უნდა დაიწყოს 6 სექტემბერს. ჩინეთში აღნიშნული სიახლის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 100 იუანიდან (15 $) 500 იუანამდე (75 $) გადახდით.

https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29661/anonsirovan-xiaomi-redmi-tv--70djujmovyj-4k-televizor-za-530-dollarov

image.png

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.