Magdalena Posted August 30, 2019 Posted August 30, 2019 LG-ის მონიტორების ასორტიმენტში დაემატა მოდელი UltraGear 27GL83A-B, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგ კლასის დესკტოპ სისტემების შემადგენლობაში გამოყენებისათვის. მოწყობილობას 27-დუიმიანი IPS მატრიცა აქვს. გამოყენებული პანელი 2K ფორმატისაა და მისი გაფართოება 2560 × 1440 პიქსელს შეადგენს. თვალთახედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსია. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რომელიც ხელს უწყობს დინამიური, შეუფერხებელი გეიმინგ პროცესის წარმართვას. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე კი 144 ჰერცს აღწევს. მონიტორის სიკაშკაშე 350 კდ/მ2 -ია, კონტრასტულობა - 000:1. გამოცხადებულია HDR მხარდაჭერა. ტექნოლოგია Black Stabilizer უზრუნველყოფს უფრო მეტად მკვეთრ კონტრასტს და საშუალებას იძლევა უკეთ აღქმულ იქნას გამოსახულების ყველაზე მუქი დეტალები. სიგნალის წყაროებთან დაკავშირებისათვის გათვალისწინებულია ორი HDMI პორტი და ინტერფეისი DisplayPort 1.4. სადგამი საშუალებას იძლება მონიტორი ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში გადავიდეს. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტექნოლოგიების არსებობა, რომლებიც განკუთვნილია ეკრანის ციმციმის აღკვეთისთვის და ამცირებს გამოსხივებულ ლურჯ ნათებას. https://3dnews.ru/993198
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now