Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

იუტას შტატში, Dugway პოლიგონზე ჩატარდა სისტემა ROBOpilot-ის პირველი საცდელი ფრენები. ეს არის სისტემა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით რობოტი პილოტია და წარმოადგენს მოწყობილობათა კომპლექტს. იგი მონტაჟდება პილოტის ადგილას და იყენებს მართვის სტანდარტულ ორგანოებს თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის. პროექტი ROBOpilot შემუშავდა აშშ-ის შეირაღებული ძალების ინიციატივით, რადგან მათ სურდათ თავიანთ განკარგულებაში ჰყოლოდათ ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. 

ROBOpilot შეიქმნა შეიარაღებული ძალების კვლევით ლაბორატორიისა და კომპანია DZYNE Technologies Incorporated-ის ძალისხმევით. მან უნდა დაიკავოს სრულიად ავტომატიზირებული, მაგრამ ვიწროდ სპეციალიზებული უპილოტო საფრენი აპარატების ადგილი. იდეა იმაშ მდგომარეობს, რომ პილოტის სავარძელზე ამგვარი რობოტის მოთავსებით ნებისმიერი თვითმფრინავი უპილოტოდ უნდა იქცეს ზედმეტი ძალისხმევისა და მოდიფიცირების გარეშე. 

image.png 

ROBOpilot-ს გააჩნია რობოტიზებული ხელი შტურვალის სამართავად, კამერები თვალთახედვისთვის, შეუძლია დაექვემდებაროს სამართავი პანელის ჩვენებებს, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები და შეასრულოს მანევრული ქმედებები. ჯერჯერობით რობოტს შეუძლია ჯამში მხოლოდ აფრენა, სივრცეში ორიენტირება და დაშვება, მათ შორის რთულ ექსტრემალურ პირობებში. სამომავლოდ ROBOpilot-ს სხვა ისეთ უნარებსაც შესძენენ, რაც აუცილებელია საომარ პირობებში გამოყენებისთვის. მანქანური სწავლებისთვის გამოიყენება ფრენის სიმულატორი RedBird FMX. 

სისტემის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი მორგება ნებისმიერ მოქმედ თვითმფრინავზე შეიძლება პირდაპირ საფრენ მოედანზე, სარემონტო ბრიგადის ძალებით, იაფად და სწრაფად. ასევე მარტივია მისი დემონტაჟი. რობოტის შემქმნელები ხაზს უსვამენ, რომ სისტემა ამჟამად განკუთვნილია მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის და საბრძოლო თვითმფრინავებში მის გამოყენებაზე საუბარი ნაადრევია. 

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.