Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი DisplayPort High Bit Rate 3-ის (HBR3) მხარდაჭერით. მონიტორის სახელწოდებაა Aorus FI27Q-P. 

image.png 

მონიტორის პანელი ზომით დიაგონალზე 27 დუიმია და აქვს QHD გაფართოება (2560 × 1440 პიქსელი). ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 350 კდ/მ2-ია, ტიპური და დინამიური კონტრასტულობა - 1000:1 და 12 000 000:1, შესაბამისად. თვალთახედვის არე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. 

image.png 

DisplayPort HBR3 მაღალი - 32,4 გბიტი/წამამდე სიჩქარით ხასიათდება. იგი უზრუნველყოფს QHD ფორმატის გამოსახულების გადაცემას HDR სტანდარტის მხარდაჭერითა და 165 ჰერციანი კადრის განახლების სიხშირით. 

ResReader.ashx?v=00000000-0000-0000-0000 

მონიტორს აქვს 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ გეიმინგ პროცესს. 

პანელი წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB Fusion 2.0 განათებითა და სხვადასხვა ეფექტის მხარდაჭერით. მოძრავი სადგამის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში, აგრეთვე რეგულირებადია სიმაღლე, დახრილობის კუთხე და ეკრანის მდებარეობა. 

image.png 

ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი და USB. სადგამიანად მონიტორის ზომაა 614,9 × 484,7 × 236,9 მმ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.