Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

მომავალი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, ზოგიერთი კომპანიის აზრით კი სჯობს თავიანთი თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის საშუალება მათ ადრეული ასაკიდანვე მისცენ. ასეთ კომპანიებს შორისაა Harley-Davidson-იც - სახელგანთქმული ბრენდი ბაიკერებისთვის.  მისმა ხელმძღვანელობამ დაიწყო საბავშვო ელექტროველოსიპედების წარმოება. სერია IronE კარგად გამოხატავს საზოგადოებრივ იდეას, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის კერძო ტრანსპორტი. 

ელექტროველოსიპედების ახალი სერია განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ანუ ველოსიპედისტების ყველაზე პატარა კატეგორიისათვის. სწორედ ამიტომ ველოსიპედებს შეზღუდული სიჩქარე აქვთ - მაქსიმალური 17 კმ/სთ, ისიც იმ პირობით, თუკი მას „მწვანე რეჟიმში“ გამოიყენებენ. 

image.png 

ტრადიციისამებრ, Harley-Davidson ჯერჯერობით არ ახმაურებს თავისი ნაკეთობების ტექნიკურ მახასიათებლებს. ცნობილია ის, რომ აბავშვო ელექტროველოსიპედებში წარმოდგენილი იქნება სიმძლავრის მხრივ გრადაციები მწვანე, ყვითელ და წიელ ფერებად. 

მოდელი IronE12 განკუთვნილია 3-5 წლის ბავშვებისთვის, იწონის 7,7 კილოგრამს და აქვს 30-სანტიმეტრიანი საბურავები. მოდელი IronE16 კი 5-7 წლის ბავშვებისთვისაა, აქვს 40-სანტიმეტრიანი საბურავები, სკამი განთავსებული 40 სმ სიმაღლეზე და იწონის 9 კილოგრამს. თითოეულ მოდელშ გამოიყენება ცვლადი ბატარეები, რომლებიც საკმარისია 30-60 წუთი მოძრაობისათვის. უმცროსი მოდელის ველოსიპედის ფასი 649 დოლარია, 5-7 წლიანი მოდელისა კი - 699 აშშ დოლარი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.