Magdalena Posted August 22, 2019 Posted August 22, 2019 2019 წლის ბოლოს გამოვა HP Pavilion Gaming 15 და 17 ლეპტოპები AMD Ryzen პროცესორებით და ისინი 23,5 მმ სისქის იქნება - გაცილებით თხელები წინამორბედ მოდელებთან შედარებით, რომელთა სისქე 24,5 მმ-ია. ახალ მოდელებს 2018 წლის ლეპტოპებთან შედარებით 28%-ით დიდი სითბური მილები ექნება, ამასთან, AMD Ryzen 5 3550H და Ryzen 7 3750H პროცესორები გვპირდება წარმადობის ისეთივე დონეს, როგორიც გააჩნია Intel Core i5-9300H პროცესორს. 15,6-დუიმიან HP Pavilion Gaming 15-ს ექნება გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი პროცესორი Ryzen 5 3550H ან Ryzen 7 3750H პროცესორი კონფიგურაციის მიხედვით, რომლებიც ჩაანაცვლებენ Intel Core i5-9300H-სა და Core i7-9750H პროცესორებს. როგორც მოსალოდნელია, AMD Ryzen პროცესორების მქონე ლეპტოპების წარმადობა იქნება გეიმინგ ლეპტოპ Asus Zephyrus G GA502-ის ანალოგიური. მწარმოებლის განცხადების მიხედვით 15,6-დუიმიანი Pavilion Gaming 15 და 17,3-დუიმიანი Pavilion Gaming 17 ლეპტოპები იქნება ბაზარზე არსებულ ყველაზე უხმაურო გეიმინგ ლეპტოპების რიცხვში. HP Pavilion Gaming 15 სექტემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 800 დოლარად. HP Pavilion Gaming 17-ის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. https://overclockers.ru/blog/Pris/show/29451/pervye-nedorogie-noutbuki-hp-pavilion-gaming-15-i-17-osnaschennye-novymi-processorami-amd-ryzen-3000 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.