Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წლის ბოლოს გამოვა HP Pavilion Gaming 15 და 17 ლეპტოპები AMD Ryzen პროცესორებით და ისინი 23,5 მმ სისქის იქნება - გაცილებით თხელები წინამორბედ მოდელებთან შედარებით, რომელთა სისქე 24,5 მმ-ია. ახალ მოდელებს 2018 წის ლეპტოპებთან შედარებით 28%-ით დიდი სითბური მილები ექნება, ამასთან, AMD Ryzen 5 3550H და Ryzen 7 3750H პროცესორები გვპირდება წარმადობის ისეთვე დონეს, როგორიც გააჩნია Intel Core i5-9300H პროცესორს. 
image.png 

15,6-დუიმიან HP Pavilion Gaming 15-ს ექნება გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი პროცესორი Ryzen 5 3550H ან Ryzen 7 3750H პროცესორი კონფიგურაციის მიხედვით, რომლებიც ჩაანაცვლებენ Intel Core i5-9300H-სა და Core i7-9750H პროცესორებს. როგორც მოსალოდნელია, AMD Ryzen პროცესორების მქონე ლეპტოპების წარმადობა იქნება გეიმინგ ლეპტოპ Asus Zephyrus G GA502-ის ანალოგიური. 

 
 
image.png 

მწარმოებლის განცხადების მიხედვით 15,6-დუიმიანი Pavilion Gaming 15 და 17,3-დუიმიანი Pavilion Gaming 17 ლეპტოპები იქნება ბაზარზე არსებულ ყველაზე უხმაურო გეიმინგ ლეპტოპების რიცხვში. HP Pavilion Gaming 15 სექტემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 800 დოლარად. HP Pavilion Gaming 17-ის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.