Jump to content

Recommended Posts

Posted

ფრანგული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან ექსპერიმენტალური გზის წარუმატებლობის შესახებ, რომელიც სამი წლის წინ გაიხსნა საფრანგეთის ქალაქ ტურუვრში. იმ დროისათვის პროექტი მეტად პერსპექტიული ჩანდა: საზოგადოებრივი გამოყენების გზაზე განათავსეს დარტყმაგამძლე საფარის მქონე მზის პანელები. მათ უნდა მოეხდინათ წელიწადში 150 ათასი კვტ/სთ ენერგიის გენერირება და უზრუნველეყოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.

20180427-SICOVAL-3-570x340.jpg

პროექტში დაშვებულ შეცდომათაგან პირველი აღმოჩნდა არასწორი განთავსების ადგილი - იმის დემონსტრირებისთვის, რომ მზის ენერგიის გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი - პანელები განათავსეს ქვეყნის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. იქ კი წელიწადში მხოლოდ 44 დღეა მზიანი, ამასთან ძალიან ბევრია ფოთლოვანი მცენარეები და ინჟინრებმა ვერ გათვალეს, რომ გზებზე ჩამოცვენილი ფოთლები ბლოკავენ მზის სხივების წვდომას პანელებთან. აქედან გამომდინარე, 2018 წელს მაგისტრალზე განთავსებული პანელებით გამომუშავებულ იქნა მხოლოდ 80 ათას კვტ-მდე ენერგია, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 40 ათას კვტ/სთ-მდე შემცირდა.

5d55a37ccd9784433c533d36-1920-960.jpg

პროექტში დაშვებული მეორე შეცდომა ის იყო, რომ ინჟინრებმა ანგარიში არ გაუწიეს მძიმე ტრაქტორებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს. შედეგად პანელები დაიბზარა და მსხვრევა დაიწყო. განთავსებიდან ორ წელში გზის 10% უკვე სარემონტო გახდა. პანელებს დაზიანება მიაყენა არა მხოლოდ სატვირთოებმა, არამედ ასეთი გზა მეტად სუსტი აღმოჩნდა ელვის დარტყმისა და ნალექების მიმართ. 3000 კვ/მ ფართობის პანელების დაცვა რთული და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძვირადღირებული აღმოჩნდა, ამიტომ არანაირი ძალისხმევა არ იქნა გამოყენებული.

დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ მზის პანელებიანი გზის არსებობას აზრი საერთოდ აღარ აქვს, თუმცა პროექტის ავტორების აზრით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 5,2 მლნ მთლად ფუჭად არ დახარჯულა - ექსპერიმენტის ჩავარდნამ ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი პროექტები მიზანშეწონილი არ არის და რომ უკეთესია გზების ნაცვლად პანელები იქ განთავსდეს, სადაც მეტად დაცულნი იქნებიან სხვადასხვა სახის საფრთხისაგან.

https://www.techcult.ru/technology/7187-eksperiment-s-shosse-iz-solnechnyh-panelej-poterpel-proval

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.