Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეო ბარათების მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ გასულ კვირაში წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 5700-ის საკუთარი ვერსიები. კომპანია MSI-მ დაამზადა ერთდროულად რამდენიმე მოდელი, თუმცა მათ შორის არ აღმოჩნდა ფლაგმანური, Gaming სერიის ბარათი. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტაივანური კომპანია მას ცალკე, მოგვიანებით გამოუშვებს.

image.png

Radeon RX 5700 XT Gaming ვიდეო ბარათი კომპანია MSI-მ გამოიტანა გამოფენა Gamescom 2019-ზე, მოგვიანებით კი თავის ვებ-გვერდზე აამოქმედა უკუთვლის რეჟიმი, რაც ასახავს, რომ Gaming სერიის ხსენებული ბარათი დაახლოებით სამ კვირაში უნდა გამოვიდეს. როგორც კომპანია აცხადებს, ბარათი მეტად მაღალი წარმადობის მქონე იქნება.

image.png

image.png

გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით ვიდეო ბარათს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. ჩანს, რომ იგი აღჭურვილია გაგრილების მასიური, გაფართოების სამსლოტიანი სისტემით. სისტემა მოიცავს ალუმინის ორ მოზრდილ რადიატორს, სულ მცირე ხუთ სითბურ მილს და დაახლოებით 100 მილიმეტრიან ორ ვენტილატორს. უკანა პანელზე წარმოდგენილია გამაძლიერებელი ფირფიტა.

image.png

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო ბარათი აგებულია MSI-ის საკუთარი დიზაინის PCB დაფაზე, რომელსაც საკმაოდ მძლავრი კვების ქვესისტემა ექნება - წყვილი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორებით. ვიდეოგამშვებების ნაკრები კი სტანდარტული იქნება: სამი DisplayPort და ერთი HDMI.

image.png

Radeon RX 5700 XT Gaming-ის ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარათი მნიშვნელოვანი ქარხნული აჩქარებით იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე ჯერ უცნობია ვიდეო ბარათის ფასი, რაც სავარაუდოდ დაბალი ნამდვილად არ იქნება.

https://3dnews.ru/992746

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.