Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-ის მომხმარებლების უმეტესობამ იცის, რომ აპლიკაცია Play Store-ში დიდი რაოდენობითაა ვირუსების გადამტანი, ზიანისმომტანი თამაშები, უზარმაზარი რაოდენობის სარეკლამო აპლიკაციები, რომლებიც ჩვეულებრივ აპლიკაციებადაა შენიღბული.

image.png

მცირე ხნის წინ Trend Micro-ის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილ იქნა 85 აპლიკაცია, რომლებითაც მათი შემქმნელები არალეგალური მეთოდებით გამოიმუშავებენ ფულს რეკლამების მუდმივი და შეუზღუდავი გავრცელების გზით. ყველა ეს აპლიკაცია მომხმარებლების მიერ ჯამში ჩამოტვირთული იყო 8 მილიონჯერ. ისინი ფონურ რეჟიმში ფუნქციონირებს, რათა მომხმარებელმა არ მიიტანოს ეჭვი არასასურველი აპლიკაციის არსებობაზე.

Trend Micro- ექსპერტების თქმით, წლების მანძილზე არსებობისა და ევოლუციის შედეგად ზიანისმომტანმა აპლიკაციებმაისწავლესარა მხოლოდ ის, რომ თავიანთი არსებობის კვალი დამალონ მოწყობილობაში, არამედ შეიძინეს წაშლისგან თავდაცვის უნარი. მათი ეშმაკობა იმაში გამოიხატება, რომ დაინსტალირების შემდეგ ეს აპლიკაციები გარკვეული დროის შემდეგ ეკრანზე გარდაიქმნებიან ჩვეულებრივ icon-ებად და თუკი მომხმარებელი მათ წაშლის, წაიშლება მხოლოდ icon, თავად ვირუსი კი რჩება მოწყობილობაში და მაინც გამოაქვს სარეკლამო დამატებები.

საძებო კომპანიის შეტყობინების შემდეგ ზემოთხსენებული 85-ვე ვირუსული აპლიკაცია წაიშალა Google-ის აპლიკაციების მარკეტიდან.

https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/29408/google-nachala-masshtabnuju-chistku-play-store-85-prilozhenij-uzhe-udaleny

  • Like 2
  • Upvote 1
Posted

გაიღვიძა გუგლემ ?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.