Magdalena Posted August 20, 2019 Posted August 20, 2019 კომპანია Porsche-მ გამოაქვეყნა ელექტრომობილი Taycan-ის გამძლეობის შემაფასებელი ტესტირების შედეგები: ავტომობილის გამოსაცდელმა მოდელმა 24 საათში 3425 კილომეტრი გაიარა. გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს ამ დრომდე გამოცხადებული ჰქონდათ, რომ სხვა მაღალი წარმადობის სატრანსპორტო საშუალებებისგან განსხვავებით, მაგალითად როგორებიცაა Tesla-მობილები, Taycan-ს შეუძლია სტაბილურად შეინარჩუნოს უფრო მაღალი სიმძლავრე დროის ხანგრძლივ პერიოდში. ტესტირებებში, რომელთა შედეგებიც მიმდინარე თვეში გამოქვეყნდა, Porsche Taycan-მა შეასრულა 30 სადემონსტრაციო სტარტი 0-დან 193 კმ/სთ-მდე, რათა მოეხდინა სიმძ₾ავრის დემონსტრირება. მომდევნო ეტაპის ტესტირებები ელექტორმობილისთვის უფრო მკაცრ პირობებში ჩატარდა. გამოსაცდელ გარბენში Taycan მოძრაობდა 195-დან 215 კმ/სთ სიჩქარეზე 24 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც შეჩერება ხდებოდა მხოლოდ დამუხთვის და მძღოლის შეცვლის მიზნით. შედარებისთვის შესაძლებელია მოვიყვანოთ Tesla Model 3 Long Range-ის შედეგები (თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ტესტირება შედგა საერთო გამოყენების გზებზე Tesla-მობილმა 24 საათში 2781 კილომეტრი მანძლი გადალახა. Porsche გეგმავს წარადგინოს Taycan-ის - თავისი პირველი მთლიანად ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილის სერიული ვერსია. მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ფასს და ყველა სახის ინფორმაციას კომპანია 4 სექტემბერს გაასაჯაროვებს. https://3dnews.ru/992645 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now