Magdalena Posted August 20, 2019 Posted August 20, 2019 კომპანია ASUS-მა დააანონსა ორი ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 სერიიდან - მოდელები GTX1650-O4G-LP-BRK და GTX1650-4G-LP-BRK. ვიდეო ბარათები დამყარებულია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. მოკლედ შეგახსენებთ GeForce GTX 1650-ის მთავარ მახასიათებლებს: 896 CUDA ბირთვი, 4 გბ GDDR5 – 128-ბიტიანი სალტით (ეფექტური სიხშირე - 8000 მეგაჰერცი). ჩიპის ბირთვის საბაზისო სიხშირე 1485 მეგაჰერცის ტოლია, ფორსირებულისა კი - 1665 მჰც. ორივე ვიდეო ბარათი დაბალპროფილიანია: სიმაღლე მხოლოდ 41 მილიმეტრია. შესაბამისად, მოდელების გამოყენება შესაძლებელია კომპაქტურ კომპიუტერებში, მაგალითად სახლის მულტიმედია ცენტრებში. ვიდეო ბარათები ფუნქციონირებენ Gaming Mode და OC Mode რეჟიმებში. GTX1650-4G-LP-BRK მოდელის შემთხვევაში საბაზისო და ფორსირებული სიხშირეები ეტალონურს შეესაბამება, მეორე მოდელში კი აღემატება - 1515 მჰც და 1695 მჰც. GTX1650-O4G-LP-BRK მოდიფიკაცია გეიმინგ რეჟიმში მუშაობს 1485/1710 მჰც სიხშირის დიაპაზონში, OC რეჟიმში - 1515/1740 მეგაჰერცზე. ვიდეო დაფებს ორსლოტიანი ქულერები აქვს ორი ვენტილატორით, რომლებიც დაცულია მტვრისგან IP5X სტანდარტით, რაც უზრუნველყოფს საიმედოობის მაღალ დონეს. გამოსახულების გამოტანისათვის გათვალისწინებულია ინტერფეისები - DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4. ვიდეო ბარათების გაბარიტებია — 182 × 69 × 41 მმ. https://3dnews.ru/992642 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now