Jump to content

Recommended Posts

Posted

ავსტრალიის ადელაიდას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავე მაგნიტური კოჭები პლასტმასის ნარჩენებისაგან ოკეანეების გასაწმენდად. ახალი ტექნოლოგია იზიდავს პლასტმასის მიკრონაწილაკებს და 50%-მდე ამცირებს დაბინძურებას. 

ყოველწლიურად ოკეანეში დაახლოებით 14 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება, რაც ერთჯერადად ითვლება: ეს არის ნარჩენები, რომლებიც აღრიცხულ წელსვე იწარმოება, ყოველწლიურად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პლასტმასის ნაირსახეობებიდან უმეტესობა ხოლომდე არ იხრწნება - იგი ფრაგმენტირდება პატარა ზომის ნაწილებად - მიკროპლასტმასებად. 

image.jpeg 

ახალ კვლევაში მეცნიერები აღწერენ ნანოტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემას გაუმკლავდეს: პატარა მაგნიტური კოჭები ქმნიან ქიმიურ რეაქციას ოკეანეშ არსებული მიკროპლასტმსის დასაშლელად 

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მისი მეშვეობით უკვე რეალურია გლობალური პრობლემის მოგვარების პერსპექტივა“. 

კოჭები დაფარულია აზოტითა და მანგანუმით. ეს ორი ქიმიური ნივთიერება ურთიერთმედებს მაღალრეაქტიული ჟანგბადის მოლეკულების წარმოსაქმნელად, სწორედ წარმოქმნილი მოლეკულები მოქმედებს პლასტმასის დაშლაზე. პროცესის შედეგად პლასტმასის ნარჩენები გარდაიქმნება უსაფრთხო მარილად. 

ცდის შედეგად აღმოჩნდა, რომ პლასტმასით დაბინძურებულ წყალში მაგნიტური კოჭების ჩამატებამ 8 საათის განმავლობაში პლასტმასის 30-50% გაანადგურა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.