Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei- კუთვნილმა ბრენდმა Honor-მა წარადგინა Vision TV - კომპანიის პირველი სმარტ ტელევიზორები. მათ აქვთ 55-დუიმიანი 4K ეკრანი HDR მხარდაჭერით, დისპლეი იკავე წინა პანელის 94%- მეტად თხელი ჩარჩოების წყალობით. ტელევიზორებს საფუძვლად უდევს ოთხბირთვიანი ცალკრისტალიანი სისტემა Honghu 818 და მუშაობენ უახლეს ამბიციურ პლატფორმაზე - HarmonyOS, რომლის მეშვეობითაც კომპანია აპირებს მომავალში კონკურენცია გაუწიოს ოპერაციულ სისტემა Android-. 

image.png 

Vision TV- აქვს რამდენიმე მოწყობილობასთან მუშაობისა და ტექნოლოგია Magic-link-ის მხარდაჭერა, რომელიც მასალების მარტივად მიმოცვლის საშუალებას იძლევა: მაგალითად, უზრუნველყოფს გამოსახულების გადაცემას სმარტფონიდან ან სმარტფონის ეკრანის ასახვას. 

საინტერესო მახასიათებლებს შორისაა მოძრავი კამერა Vision TV Pro ვარიაციებში - მას შეუძლია მომხმარებლის სახის ამოცნობ საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოზარების განსახორციელებლად შეუძლია გადაერთოს დიდ და მცირე ეკრანებს შორის. 6 მიკროფონის  წყალობით ხმოვანი დამხმარის ეფექტურად მუშაობა  შესაძლებელი დაშორების დიდი მანძილიდანაც კი. Vision TV Pro ასევე მოიცავს ინტეგრირებულ აუდიოდინამიკებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 60 ვატია და წარმოდგენილნი არიან ხმოვანი ეფექტით - Huawei Histen. 

image.png 

ტელევიზორებს შეუძლიათ ლოდინის რეჟიმიდან გამოვიდნენ სულ რაღაც ერთ წამში და ჩაიტვირთონ 2 წამში. Vision TV- მინიმალისტური დიზაინის მქონე სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, ტელევიზორები დაკომპლექტებულია Bluetooth-პულტით, თუმცა იმავე დანიშნულებით შესაძლებელია სმარტფონის გამოყენებაც. 

Honor Vision TV-ის ტექნიკური მახასიათებლები: 

  • 55-დუიმიანი 4K HDR დისპლეი (3840×2160 პიქსელი), 87%-იანი ფერთა ფლობა, 400 ნიტი სიკაშკაშე, თვალთახედვის კუთხე - 178°; 

  • 28-ნანომეტრიანი ჩიპი HONGHU 818 ოთხი ბირთვით (2 × A73 + 2 × A53) და გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 (600 მჰც); 

  • 2 გბ ოპერატიული და 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება (Vision TV) /  32 გბ Vision TV Pro- შემთხვევაში; 

  • ოპერაციული სისტემა HarmonyOS 1.0; 

  • ინტეგრირებული მოძრავი კამერა 1080p (მხოლოდ Vision TV Pro მოდელებში); 

  • Wi-Fi 802.11n (2,4 და 5 გჰც) 2 × 2, Bluetooth 5.0 LE, 3 x HDMI 2.0 (1 x HDMI ARC), 1 x USB 3.0, 1 x AV, 1 x DTMB, 1 x S / PDIF, 1 х Ethernet; 

  • ვიდეოფორმატის მხარდაჭერა H.265 4K HDR გაფართოებამდე, 60 კადრი/წამში; 

  • ოთხი ათვატიანი დინამიკი (Vision TV მოდელები) და ექვსი ათვატიანი დინამიკი (Pro მოდელებში), Huawei Histen ტექნოლოგიის მხარდაჭერა; 

Honor Vision TV მოდელების ფასი დაახლოებით 537 დოლარია, Vision TV Pro-სი კი - 679 აშშ დოლარი. ტელევიზორების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია დაწყებული. 

image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.