Magdalena Posted August 13, 2019 Posted August 13, 2019 Huawei-ს კუთვნილმა ბრენდმა Honor-მა წარადგინა Vision TV - კომპანიის პირველი სმარტ ტელევიზორები. მათ აქვთ 55-დუიმიანი 4K ეკრანი HDR მხარდაჭერით, დისპლეი იკავებს წინა პანელის 94%-ს მეტად თხელი ჩარჩოების წყალობით. ტელევიზორებს საფუძვლად უდევს ოთხბირთვიანი ცალკრისტალიანი სისტემა Honghu 818 და მუშაობენ უახლეს ამბიციურ პლატფორმაზე - HarmonyOS, რომლის მეშვეობითაც კომპანია აპირებს მომავალში კონკურენცია გაუწიოს ოპერაციულ სისტემა Android-ს. Vision TV-ს აქვს რამდენიმე მოწყობილობასთან მუშაობისა და ტექნოლოგია Magic-link-ის მხარდაჭერა, რომელიც მასალების მარტივად მიმოცვლის საშუალებას იძლევა: მაგალითად, უზრუნველყოფს გამოსახულების გადაცემას სმარტფონიდან ან სმარტფონის ეკრანის ასახვას. საინტერესო მახასიათებლებს შორისაა მოძრავი კამერა Vision TV Pro ვარიაციებში - მას შეუძლია მომხმარებლის სახის ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოზარების განსახორციელებლად შეუძლია გადაერთოს დიდ და მცირე ეკრანებს შორის. 6 მიკროფონის წყალობით ხმოვანი დამხმარის ეფექტურად მუშაობა შესაძლებელია დაშორების დიდი მანძილიდანაც კი. Vision TV Pro ასევე მოიცავს ინტეგრირებულ აუდიოდინამიკებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 60 ვატია და წარმოდგენილნი არიან ხმოვანი ეფექტით - Huawei Histen. ტელევიზორებს შეუძლიათ ლოდინის რეჟიმიდან გამოვიდნენ სულ რაღაც ერთ წამში და ჩაიტვირთონ 2 წამში. Vision TV-ს მინიმალისტური დიზაინის მქონე სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, ტელევიზორები დაკომპლექტებულია Bluetooth-პულტით, თუმცა იმავე დანიშნულებით შესაძლებელია სმარტფონის გამოყენებაც. Honor Vision TV-ის ტექნიკური მახასიათებლები: 55-დუიმიანი 4K HDR დისპლეი (3840 × 2160 პიქსელი), 87%-იანი ფერთა ფლობა, 400 ნიტი სიკაშკაშე, თვალთახედვის კუთხე - 178°; 28-ნანომეტრიანი ჩიპი HONGHU 818 ოთხი ბირთვით (2 × A73 + 2 × A53) და გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 (600 მჰც); 2 გბ ოპერატიული და 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება (Vision TV) / 32 გბ Vision TV Pro-ს შემთხვევაში; ოპერაციული სისტემა HarmonyOS 1.0; ინტეგრირებული მოძრავი კამერა 1080p (მხოლოდ Vision TV Pro მოდელებში); Wi-Fi 802.11n (2,4 და 5 გჰც) 2 × 2, Bluetooth 5.0 LE, 3 x HDMI 2.0 (1 x HDMI ARC), 1 x USB 3.0, 1 x AV, 1 x DTMB, 1 x S / PDIF, 1 х Ethernet; ვიდეოფორმატის მხარდაჭერა H.265 4K HDR გაფართოებამდე, 60 კადრი/წამში; ოთხი ათვატიანი დინამიკი (Vision TV მოდელები) და ექვსი ათვატიანი დინამიკი (Pro მოდელებში), Huawei Histen ტექნოლოგიის მხარდაჭერა; Honor Vision TV მოდელების ფასი დაახლოებით 537 დოლარია, Vision TV Pro-სი კი - 679 აშშ დოლარი. ტელევიზორების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია დაწყებული. https://3dnews.ru/992235 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.