Jump to content

Recommended Posts

Posted

                              a.jpg

   მოგესალმებით. დღეს წარმოგინდეთ უახლეს ოპერაციულ სისტემას (ნამდვილ Linux-ს) სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. ეს არის Postmarket OS. ის არის Pure linux დისტრო, რომელიც დაფუძნებულია Alpine Linux -ზე. ის ოფიციალურად გამოვიდა 2017 წლის 6 მაისს, არის open source და მისი კოდი ხელმისაწვდომია GitLab -ზე. ის მუშაობს სხვადასხვა X და Wayland -ზე დაფუძნებულ user interface-ზე, როგორებიცაა Plasma Mobile, Hildon, MATE, GNOME 3, XFCE, Unity8, Phosh და i3 WM (Window manager). პროექტის მთავარი მიზანია მოწყობილობების მხარდაჭერის გახანგრძლივება 10 წლამდე!
    ყველაზე საინტერესო რაც ამ პროექტშია არის ის რომ სხვა ნებისმიერი პროექტისგან განსხვავებით, როგორიცაა Ubuntu phone, Sailfish OS, firefox OS (აღარ არის development-ში) და სხვები, Postmarket OS არ იყენებს არც Android Build System-ს და არც userspace-ს. ყოველ ტელეფონს გააჩნია მხოლოდ ერთი უნიკალური package და flashable image-ს ბილდავთ pmbootstrap tool-ს გამოყენებით მისი ზომიდან გამომდინარე თითოეული მოწყობილობისთვის სისტემის დაბილდვა სუსტი კომპიუტერითაც კი სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს. პროექტის მიზანია რომ mainline Linux kernel -ს მხარდაჭერა ქონდეს ყველა მოწყობილობაზე. დღეს ანდროიდის მოწყობილობები იყენებენ ძალიან ძველ Android specific fork-ს Linux kernel-ს. მაგალითად ანდროიდზე და სხვა ნებისმიერ ალტერნატიულ ოპერაციულ სისტემაზე ჩემი Nexus 5 იყენებს Linux kernel-ს ვერსია 3.4-ს. რომელიც ძალიან ძალიან ძველია. ამ წუთას 5.2.8 ვერსია მიყენია ჩემს კომპიუტერზე, რომელიც არის უახლესი სტაბილური ვერსია. საერთოდ ანდროიდის მოწყობილობა რომელი კერნელის ვერსიითაც გამოდის მუდამ იმ ვერსიაზე რჩება. Postmarket OS კი ამას ცვლის და ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობას ახალ სიცოცხლეს აძლევს. Alpine Linux ამორჩეული იყო მისი low storage მოთხოვნების გამო, რაც უფრო თავსებადს ხდის ძველი მოწყობილობებისთვის. kernel-ს გამოკლებით, base სისტემა დაახლოებით 6 MB-ს იკავებს. მიუხედავად იმისა რომ ის ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, ის უკვე მუშაობს 100-ზე მეტ მოწყობილობაზე. იხილეთ მხარდაჭერილი მოწყობილობების სია: https://wiki.postmarketos.org/wiki/Devices

ამ სისტემის დახმარებით კი ჩემი Nexus 5 ამ წუთას მუშაობს 5.2.0 ვერსიაზე. მაშინ როცა დღეს ბოლო სტაბილური linux-ს კერნელის ვერსიაა 5.2.7
ესეც სურათი ჩემი სატესტო nexus 5-ს XFCE4 ინტერფეისით.

IMG_20190810_183729.jpg

 

ამ წუთას Nexus 5-ზე დაყენების ინსტრუქციისთვის და მხარდაჭერილი ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ეს გვერდი https://wiki.postmarketos.org/wiki/Google_Nexus_5_(lg-hammerhead)

სისტემა მაქსიმალურად იყენებს open source software-ს. მათ შორის bootloader-სა და modem-სთვის. თუმცა proprietary code-ც საჭიროა ჯერ-ჯერობით სხვადასხვა ფუნქციონალის არსებობისთვის.

ეს მისი ოფიციალური ვებ გვერდი: https://postmarketos.org/

მისი source code განთავსებული GitLab-ზე: https://gitlab.com/postmarketOS

pmbootsrtap-ს პროგრამა: https://gitlab.com/postmarketOS/pmbootstrap

WiKi - https://wiki.postmarketos.org/wiki/Main_Page

FAQ - https://wiki.postmarketos.org/wiki/FAQ

 

თემა მოამზადა @მათე -მ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.