Jump to content

Recommended Posts

Posted

ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ექსპერტთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები დადებითად არიან განწყობილი სახელმწიფოებრივი კრიპტოვალუტის მიმართ და წარადგინეს ინიციატივა - დაწესდეს ჯარიმები და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა კრიპტოვალუტების გამოყენების გამო. 

გუნდმა, რომელიც შექმნილია ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭოს, ინდოეთის სარეზერვი ბანკის მიერ, აღმოაჩინა, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ უცხოური კრიპტოვალუტების ინვესტირება მრავალრიცხოვანი ინვესტორების მიერ ინდოეთში ხდება. 

image.jpeg 

„ყველა ეს კრიპტოვალუტა არასუვერენული საზოგადოების მიერაა შექმნილი“ -  ნათქვამია მოხსენებაში. 

„ამიტომ კომიტეტი თვლის, რომ კერძო კრიპტოვალუტები არ უნდა იყოს დაშვებული. ეს კრიპტოვალუტები ვერ შეასრულებს ვალუტის დანიშნულებას. კერძო კრიპტოვალუტები არ 

არის თავსებადი ფულის/ვალუტის ძირითად ფუნქციებთან, ამიტომაც ისინი ვერ ჩაანაცვლებს აუცილებელ ვალუტას. კომიტეტს აქვს შემოთავაზება - აიკრძალოს ყველა კერძო კრიპტოვალუტა“. 

მეორე მხრივ, მათი აზრით, RBI-ს მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა შესაძლოა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგეს და მარეგულირებლებმა უნდა განიხილონ შესაძლებლობა - შეიქმნას სუვერენული კრიპტოვალუტა. 

„კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ RBI-მ შეისწავლოს DLT სისტემების გამოყენების სარგებლიანობა უფრო სწრაფი და უსაფრთხო საგადასახადო ინფრასტრუქტურის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კი ტრანსსასაზღვრო გადახდების მიმართულებით.  კომიტეტს აქვს შემოთავაზება - შეიქმნას იაფი KYC სისტემა, რომელიც შეამცირებს დუბლირების აუცილებლობას ყველასთვის ინდივიდუალურად“. 

კომიტეტმა აღნიშნა გავრცელებული საბუღალტრო წიგნის (distributed ledgers) გამოყენების ფასეულობა და ხაზი გაუსვა, რომ იგი სასარგებლო იქნება თაღლითობის აღმოფხვრისა და გაუმართაობის თავიდან არიდებისათვის, თუკი ტექნოლოგიის დანერგვის მასშტაბი დიდი იქნება. 

ექსპერტების კომიტეტის მოსაზრება როგორ აისახება პრაქტიკაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა მათი რეკომენდაციები შეესაბამება კონსერვატორულ შეხედულებებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით.  

ნებისმიერ შემთხვევაში, ათი წელი ციხე - ნაკლებსარწმუნო და უსამართლო ჩანს. შესაძლოა, ინდოეთის ხელისუფლებამ მალე აღმოაჩინოს, რომ კრიპტოვალუტას, ისევე როგორც ინტერნეტს, გააჩნია ზიანის თავიდან არიდების ტენდენცია. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.