Magdalena Posted July 23, 2019 Posted July 23, 2019 ანალიტიკური კომპანია Mangrove Capital Partner-ის ახალი ანგარიშის თანახმად კომპანია Apple დაკავებულია ახალი ოპერაციული სისტემის შემუშავებით, რომლის სახელწოდებაა SiriOS. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, ნულიდან შექმნილი ოპერაციული სისტემა ინტერნეტ-ნივთებისთვის. მისი პრეზენტაცის შედგება WDC 2020-ის ფარგლებში. დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაცია, როგორი იქნება Apple-ის ახალი სისტემა, ცნობილი ის გახლავთ, რომ SiriOS-ის შემუშავება მიმდინარეობს Apple-ის სხვა პროგრამებისგან დამოუკიდებლად. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ხსენებული სისტემა აქტიურ კავშირში იქნება ხელოვნურ ინტელექტთან და პროექტდება დამოუკიდებელ პლატფორმად, რომელიც ინდივიდუალურად მოერგება მფლობელს. როგორც Mangrove Capital Partner-ის ექსპერტები ამტკიცებენ, SiriOS-თან მიმართებაში Apple უკიდურესად იცავს საიდუმლოებებს, კომპანიის არც ერთ პარტნიორს არ აქვს მასთან სრულად წვდომა. ფიქრობენ, რომ Apple-მა კიდევ ერთი რევოლუცია ჩაიფიქრა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28723/apple-razrabatyvaet-novuju-operacionnuju-sistemu
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now