Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილმა ბრედმა Redmi-მ გამოაქვეყნა გამოსახულების თიზერი, სადაც გადმოცემულია, რომ მზადდება მსოფლიოში პირველი სმარტფონი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით.  

ილუსტრაციაზე ჩანს კატის ფოტოსურათი გადიდებული თვალის გამოსახულებით. როგორც ჩანს, Redmi-ს ახალი, მზადებაში არსებული სმარტფონის კამერა უმაღლეს დეტალიზაციას უზრუნველყოფს. 

გავრცელებული ცნობებით, სმარტფონში გამოყენებული სენსორი იქნება ISOCELL Bright GW1, რომელიც კომპანია Samsung-ის მიერაა შექმნილი. მოგახსენებთ, რომ ეს სენსორი დამზადებულია Tetracell (Quad Bayer) ტექნოლოგიით. არასაკმარისი განათების შემთხვევაში სენსორი საშუალებას იძლევა გადაღებულ იქნას ხარისხიანი 16-მეგაპიქსელიანი ფოტოები. 

image.png 

სამწუხაროდ, თიზერის მეშვეობით ახალი სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გამხდარა ცნობილი, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოწყობილობა მრავალმოდულიანი ძირითადი კამერით იქნება წარმოდგენილი. 

სმარტფონის ოფიციალური ანონსის თარიღის შესახებაც ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ცნობები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.